სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნა

Read Time:20 Second

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ ხელი დღეს მოაწერა.

ნინო ვიბლიანი აქამდე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოსტს იკავებდა, ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წლის აგვისტოს დაინიშნა.

2012-2018 წლებში ნინო ვიბლიანი მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი იყო ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, 1997-2011 წლებში კი ჭუბერის საჯარო სკოლის პედაგოგი იყო. ნინო ვიბლიანი პროფესიით ეკონომისტია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა
Next post ამირან გამყრელიძე: მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პირდაპირი მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს