სამადაშვილი უმრავლესობას: ამ ქვეყანას ღირსება უკვე აყარეთ – მზად ხართ თუ არა, საკუთარ თავსაც წაართვათ ღირსება, როცა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს მანდატს წაართმევთ?

Read Time:1 Minute, 48 Second

თქვენ ამ ქვეყანას ღირსება უკვე აყარეთ და დღეს ამ დარბაზში ერთადერთ შეკითხვას უნდა უპასუხოთ, მზად ხართ თუ არა, რომ საკუთარ თავსაც წაართვათ ღირსება, როდესაც სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, წაართმევთ მანდატს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს? ეს არჩევანი თქვენი გასაკეთებელია და ისტორიას დარჩება ეს არჩევანი – ამის შესახებ ფრაქცია“ლელო საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, ქვეყნისთვის ღირსების აყრაა ის რეზოლუცია, რომელიც მმართველმა პარტიამ უკრაინასთან დაკავშირებით მიიღო, ისიც რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ხდება და ღირსების აყრაა დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების დავალება, “რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პატრონისგან, ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო”.

„2014 წელს საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლას უკრაინელმა ხალხმა „ღირსების რევოლუცია“ დაარქვა, რადგან სჯერა, რომ ერის ღირსება მისი სიცოცხლეა, ღირსების დათმობა კი პოლიტიკური თვითმკვლელობა. უკრაინელი ხალხი დღეს აგრძელებს საკუთარი ღირსებისთვის ბრძოლას და უარს ამბობს პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე. ეს ღირსება ვნახეთ ჩვენი ვიზიტისას უკრაინაში, სადაც ჩვენი ქვეყნის ღირსებას ვიცავდით, რადგან ღირსებისთვის მებრძოლი ადამიანები მხარდაჭერას იმსახურებენ. სიბრაზის ცრემლებით ხმა გაბზარული და მათზე დაკისრებული მისიის სიმძიმით დაღლილი, მაგრამ პოლიტიკურად სრულიად შეუვალი უკრაინელი პოლიტიკოსების მოსმენისას რთული იყო არ შეგრცხვენოდა საკუთარი ღირსებააყრილი ხელისუფლების. ჩვენი ქვეყნისთვის ღირსების აღდგენას შევეცადეთ, როდესაც ჩვენი უკრაინელების ერთადერთ თხოვნას, ვთქვათ სიმართლე იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენი სოლიდარობით ვუპასუხეთ და დღეს აქ საქართველოს პარლამენტში, მე მსურს თქვენ, უმრავლესობის წარმომადგენლებს გკითხოთ, რატომ აიძულებთ ქართველ ხალხს უარი თქვას ღირსებაზე და რატომ აიძულებთ ჩვენს ქვეყანას ჩაიდინოს პოლიტიკური თვითმკვლელობა. დიახ, საკუთარ ქვეყანაზე ღირსების უარის თქმაა ის რეზოლუცია, რომელიც თქვენ დაამტკიცეთ უკრაინაზე და საკუთარი ღირსების უარყოფაა ის, რომ დღემდე არც ერთი თქვენგანი უკრაინაში არ ჩასულა და უკრაინაში არ ჩასულა არც ერთი ოფიციალური დელეგაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლობით. ღირსებაზე უარის თქმაა ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელში, როდესაც ერთადერთი, რაც დადგა დღის წესრიგში ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობებში არის, როგორ გაიძულოთ ევროკავშირმა, რომ საბოლოოდ არ წაართვათ ამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა და ევროპული მომავალი. საკუთარი ქვეყნისთვის ღირსების აყრად მიმაჩნია მე ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს დღეს, როდესაც გეოპოლიტიკურ ქარცეცხლში გახვეულ ქვეყანაში ერთადერთი ამოცანით ხართ დაკავებული და ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების მცდელობა. მე პირადად საკუთარი ქვეყნისთვის ღირსების აყრად მიმაჩნია ის, რაც დღეს ხდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით და ღირსების აყრად მიმაჩნია ის, რასაც აპირებთ, რომ დღეს გააკეთოთ აქ ამ დარბაზში და წაართვათ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს მისი წარმომადგენლობითი მანდატი, რადგან მიიღეთ ასეთი ბრძანება თქვენი პოლიტიკური პატრონისგან, ბიძინა ივანიშვილისგან,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ზარქუა: ნათელაშვილის უყვარს ასეთი გამოთქმები და გადაეცით, „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“
Next post სალომე ზურაბიშვილი: დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ვეთანხმები