სამადაშვილი რუს ხალხზე: “დარჩნენ და პუტინს ებრძოლონ” ჩემთვის მიუღებელია, მას ხალხი ვერ დაამარცხებს, გარემოცვამ უნდა მოიშოროს

Read Time:31 Second

“რუსეთს არა აქვს უვიზო მიმოსვლა დასავლეთთან, ამიტომ თავისუფალ სამყაროში გამოღწევის შანსი-საქართველოა.

“დარჩნენ და პუტინს ებრძოლონ” ჩემთვის მიუღებელი განაცხადია, დაახლოებით ისეთი, ფაშისტური გერმანიიდან ხალხისთვის წასვლის შესაძლებლობა რომ არ მიეცათ მოსაზღვრე ქვეყნებს. პუტინის რეჟიმს ხალხი ვერ დაამარცხებს, ის მისმა გარემოცვამ უნდა მოიშოროს თავიდან.

გარკვეული შეზღუდვები, აუცილებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ დასადგენია, ეს ადამიანები ლტოლვილის სტატუსით ჩამოდიან აქ თუ ტურისტის. დროებითი სავიზო რეჟიმის აღდგენა და საზღვარზე ვიზის ან ლტოლვილის სტატუსის გაცემა, შესაძლოა აუცილებელია უკვე ხვალიდანვე.

ამავე დროს, საქართველომ უნდა მიმართოს დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას, რადგან ეს არაა პრობლემა, რომელიც ორ დღეში დასრულდება. რუსეთიდან გაქცევას ეცდება უამრავი ადამიანი უახლოესი თვეების და შესაძლოა, წლების განმავლობაში,” – წერს სალომე სამადაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზელენსკი პუტინს: შემხვდი, არ ვიკბინები
Next post სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირმა საქართველოს მისაღებად უნდა დააჩქაროს ნაბიჯები, რათა საქართველო რუსეთისგან დაიცვას