სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებად ოპოზიციის გამოცხადებაზე დგას დღეს მთელი „ქართული ოცნების“ პროპაგანდა

Read Time:50 Second

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ განაცხადებს პრეტენზიას, რომ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, „ქართული ოცნების“ პოზიციებს ამით მხოლოდ აძლიერებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს:  „ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.

სალომე სამადაშვილის თქმით, აპირებენ, ამომრჩეველს შესთავაზონ ალტერნატივა, რომელიც არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“.

„ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა არათუ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები არ არის, არამედ პირიქით. „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებად ოპოზიციის გამოცხადებაზე დგას დღეს მთელი „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რადგან ყველას ნათლად ესმის, რომ ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ განაცხადებს პრეტენზიას, რომ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, „ქართული ოცნების“ პოზიციებს ამით მხოლოდ აძლიერებს. ამიტომ არის სწორედ, რომ ჩვენ ვაპირებთ, შევთავაზოთ ქართულ ამომრჩეველს ალტერნატივა, რომელიც არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არჩევნებამდე ცხადია, არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებთ, მით უმეტეს, იმ ფორმაში მყოფ პარტიასთან, რომელშიც ეს პარტია დღეს არის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს ბიუჯეტი, რომელიც გათვალისწინებული იყო დევნილებისთვის, 25 მილიონ ლარს შეადგენდა. წელს დევნილების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 233 მილიონი ლარია
Next post რატი ბრეგაძე: თანამემამულეებზე ზრუნვასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, პოლიტიკური ოროსნები მავნებლურად უწოდებენ მტრობას, საინტერესოა, ვისი მტრობაა საქართველოს ინტერესების დაცვა და ვის ემსახურებიან ამ კამპანიის ავტორები?