სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024

სალომე სამადაშვილი არ აკონკრეტებს, როდის აპირებს, ინდივიდუალურად მიმართოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტაზე

არცერთი ოპოზიციონერი არ აპირებს რუსეთის დუმის ქვედანაყოფად გადაკეთებულ არაკონსტიტუციურ, არალეგიტიმურ ორგანოში შესვლას და საქმიანობას, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორ სამადაშვილმა აღნიშნა, ამ ნაბიჯს ვინმე თუ გადადგამს, ჩაეწერება პირდაპირ რუსეთის რეჟიმის მსახურებში და არანაირი ოპოზიცია არ იქნება.

„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ასეთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილმა ჯერჯერობით ვერ მოძებნა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მცდელობა აქვთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სალომე სამადაშვილი არ აკონკრეტებს, როდის აპირებს, პერსონალურად მიმართოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტაზე. სამადაშვილის განმარტებით, პროცესი დაიწყო სიების ჩახსნით და ამას ექნება გაგრძელება.

„იცით, რომ საკუთარი პროცედურა აქვს ამას. დღეს გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომ არალეგიტიმური გზით და კონსტიტუციის დარღვევით შეკრებილ პარლამენტში ჩვენ ვიწყებთ წარმომადგენლობის გაუქმებას, ეს დაიწყო სიების ჩახსნით. ამას ექნება შემდგომი გაგრძელება. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ კონსტიტუციის თვალსაზრისით, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმური საერთოდ არ არის.

ანუ, თუ საუბარი არის პარლამენტის წევრობაზე, შემიძლია გითხრათ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმური იყო, იმ პარლამენტის წევრი ვიყავი და შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით ვარ ლეგიტიმური პარლამენტის წევრი, რადგან მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი, როგორც კონსტიტუციური წარმონაქმნი, საერთოდ არ არსებობს. როგორც ბიძინა ივანიშვილის რაღაც კერძო ადამიანებისგან დაკომპლექტებული ზოოპარკი, სადაც ხელზე უნდა ემთხვიოს მას ვიღაც, როდესაც მიდის, ალბათ შედგა ხო, რაღაც თავყრილობა, სადაც ვნახეთ, რისთვის იკრიბება ეს ხალხი. ხომ წარმოუდგენელია, ამ თავყრილობამ გადაჭრას რაიმე პრობლემა, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს – პენსიის გაზრდა ან ხელფასის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაიყინა, ევროპარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ კვირაში ამ რეჟიმის სანქცირებაზე და ეს რეალობა შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩატარდება ახალი არჩევნები და ჩვენ გვეყოლება ლეგიტიმური პარლამენტი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა იქნება დაბალანსებული და რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის ხელშეწყობის პრინციპებს დაეფუძნება

მომდევნო წლებში, საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა იქნება დაბალანსებული და დაემყარება ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, სუვერენიტეტის, კეთილმეზობლობის, უსაფრთხოების განმტკიცების, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პრინციპებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო ხელს შეუწყობს მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რაც მთელი რეგიონის ინტერესში შედის. „მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება არის ჩვენი რეგიონის უნიკალური პოტენციალის სრულად ათვისების საუკეთესო შესაძლებლობა“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა. მისი თქმით, თურქეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან გაგრძელდება საქართველოს მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის პროექტების განსახორციელებლად. ამასთან, ბოჭორიშვილის განცხადებით, სამმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის დარჩება მნიშვნელოვან რეგიონულ ფორმატად. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სომხეთის რესპუბლიკასთან ახალ ნიშნულზე გადასული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ასევე გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა. „მზად ვართ რეგიონის სამივე ქვეყანასთან შევინარჩუნოთ უმაღლეს და მაღალ დონეზე პოლიტიკური დიალოგის უპრეცედენტოდ მაღალი დინამიკა, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

უცნობი ფაქტები-როგორ ცხოვრობს ახლა თურქი ვარსკვლავი ნესლიჰან ათაგული

ნეს­ლი­ჰან ათა­გულს თურ­ქეთ­ში "სე­რი­ა­ლე­ბის დე­დო­ფალს" უწო­დე­ბენ. თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი ცნო­ბი­ლი გახ­და არა მხო­ლოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბით, არა­მედ რო­მან­ტი­კუ­ლი რო­ლე­ბის ნი­ჭი­ე­რი შეს­რუ­ლე­ბით. სე­რი­ალ­ში, სა­დაც ნეს­ლი­ჰა­ნი თა­მა­შობს, გო­გო­ნებს უწევთ ყვე­ლა­ნა­ი­რი უბე­დუ­რე­ბის გა­და­ლახ­ვა, თუმ­ცა ფი­ნალ­ში ჯილ­დოს სა­ხით - სიმ­პა­თი­უ­რი პრინ­ცი და პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა ელო­დე­ბა. თა­ვად მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში კი ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად არის. სი­ლა­მა­ზე ცხოვ­რე­ბა­ში სას­ჯე­ლად ექცა, რა­მაც ბევ­რი უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნა გო­გო­ნა სტამ­ბო­ლი­დან ნეს­ლი­ჰა­ნის მშობ­ლე­ბი სტამ­ბოლ­ში 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ. მსა­ხი­ო­ბის დედა ბე­ლო­რუ­სი­ა­ში და­ი­ბა­და, მამა და მისი ყვე­ლა წი­ნა­პა­რი ჩერ­ქე­ზე­ბი არი­ან. თა­ვად ნეს­ლი­ჰა­ნი თურ­ქეთ­ში და­ი­ბა­და. ემიგ­რან­ტე­ბის ოჯა­ხი საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და: მამა მძღო­ლად მუ­შა­ობ­და, დედა დი­ა­სახ­ლი­სი იყო და ვაჟს და ქა­ლიშ­ვილს ზრდი­დან. ნეს­ლი­ჰა­ნი რვა წლის იყო, რო­დე­საც მა­მას­თან ერ­თად ფილ­მს უყუ­რა, დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი მტკი­ცედ თქვა, რომ მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბო­და.   დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი ნეს­ლი­ჰა­ნი გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ კი­ნო­ზე ოც­ნე­ბა არ მი­უ­ტო­ვე­ბია. 13 წლის ასაკ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ი­პო­ვა კას­ტინ­გის სა­ა­გენ­ტოს მი­სა­მარ­თი და ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი. გა­სა­უბ­რე­ბა­ზე დე­დას­თან ერ­თად მი­ვი­და, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გი იყო შვი­ლის მსა­ხი­ო­ბო­ბის. უნ­დო­და, გო­გო­ნას ოჯა­ხი შე­ექ­მნა და ქმარ-შვილ­თან ერ­თად მშვი­დად ეცხოვ­რა.   ნეს­ლი­ჰა­ნი სა­ა­გენ­ტომ მი­ი­ღო და მალე დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი რეკ­ლა­მებ­ში გა­და­ი­ღეს. ამას მოჰ­ყვა პა­ტა­რა რო­ლე­ბი სე­რი­ა­ლებ­ში. 15 წლის ასაკ­ში კი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­ვი­და - რო­დე­საც სე­რი­ალ­ში "ფოთ­ლე­ბის და­ცე­მა" გა­და­ი­ღეს. მშობ­ლე­ბი მიხ­ვდნენ: მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია მათი ქა­ლიშ­ვი­ლის მო­წო­დე­ბა იყო. ის ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო და გარ­და ამი­სა, კარგ ფულს შო­უ­ლობ­და, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და, მა­გა­ლი­თად, ძმის­თვის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ფული გა­და­ე­ხა­და. ეკ­რა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი ნამ­დვილ სიყ­ვა­რუ­ლად იქცა სე­რი­ა­ლის "სტამ­ბუ­ლის ორი სა­ხის" გა­და­ღე­ბის დროს გო­გო­ნა ქა­დირ დო­გუ­ლუს შეხ­ვდა. გრძნო­ბე­ბი ორ­მხრი­ვი აღ­მოჩ­ნდა. ახალ­გაზ­რდებს ბევ­რი რამ ჰქონ­დათ სა­ერ­თო: ქა­დი­რი ასე­ვე ღა­რიბ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და, მო­ზარ­დო­ბი­სას მუ­შა­ობ­და წყლის დამ­ტა­რებ­ლად და მისი ოც­ნე­ბა ბარ­მე­ნო­ბა იყო. მაგ­რამ ერთ დღეს ახალ­გაზ­რდა სე­რი­ალ­ში "პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი" მი­იწ­ვი­ეს. ასე და­ი­წყო მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა. 2016 წელს შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა იქორ­წი­ნეს. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლი უყუ­რებ­დნენ ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. მათ ისევ აქ­ტი­უ­რად იღებ­დნენ სე­რი­ა­ლებ­ში. გა­რე­დან მათი ცხოვ­რე­ბა უღ­რუბ­ლო და ბედ­ნი­ე­რი ჩან­და. სე­რი­ალ­მა "შავი სიყ­ვა­რუ­ლი" ნეს­ლი­ჰან ათა­გუ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უზარ­მა­ზა­რი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა. მას­ზე ბევ­რს ჭო­რა­ობ­დნენ, მაგ­რამ ათა­გუ­ლი ქმრის ერ­თგუ­ლი რჩე­ბო­და. ეჭვი ღა­ლატ­ზე სე­რი­ალ­ში "შავი სიყ­ვა­რუ­ლი" მისი პარტნი­ო­რი ბუ­რაკ ოზჩი­ვი­ტი იყო, სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­ზეც მი­ლი­ო­ნო­ბით ქალი ოც­ნე­ბობ­და. მე­დია წერ­და, რომ თით­ქოს ისი­ნი კოც­ნის დროს გა­მო­ი­ჭი­რეს, ასე­ვე რეს­ტო­რან­ში ვახ­შმო­ბი­სას... ქა­დი­რი გიჟ­დე­ბო­და ეჭ­ვი­ა­ნო­ბის­გან. ცდი­ლობ­და ნეს­ლი­ჰა­ნის­თვის ოზჩი­ვიტ­თან გა­და­ღე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა აეკ­რძა­ლა. ამ­ბობ­დნენ, რომ ნეს­ლი­ჰან­მა და ბუ­რაკ ოზჩი­ვიტ­მა ცალ-ცალ­კე ითა­მა­შეს რამ­დე­ნი­მე რო­მან­ტი­უ­ლი სცე­ნა, შემ­დეგ კი ეს კად­რე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნეს. ყვე­ლა­ფე­რი 2021 წელს შე­იც­ვა­ლა. ქა­დი­რი "სიყ­ვა­რუ­ლის სა­ი­დუმ­ლო­ში" გა­და­ი­ღეს და მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ჭორი, რომ მსა­ხი­ობს თა­ვი­სი პარტნი­ო­რი სერა არი­თურ­ქი შე­უყ­ვარ­და. წყვილს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ხში­რად ამ­ჩნევ­დნენ და ისი­ნი ძა­ლი­ან ჰგავ­დნენ საყ­ვარ­ლებს.   ნეს­ლი­ჰა­ნი, თა­ვის მხრივ, სულ უფრო მე­ტად ჩნდე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მარ­ტო, ქმრის გა­რე­შე და სევ­დი­ა­ნად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. რა­ღაც მო­მენ­ტში ყვე­ლა­ფე­რი იქამ­დე მი­ვი­და, რომ ქა­დირს მომ­ხდარ­ზე სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. მსა­ხი­ობ­მა თქვა, რომ არა­ვი­თა­რი რო­მა­ნი არ აქვს და ცოლი დღემ­დე ძა­ლი­ან უყ­ვარს. მა­შინ ყვე­ლამ არ და­ი­ჯე­რა ამ სი­ტყვე­ბის, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ქორ­წი­ნე­ბა გა­და­არ­ჩი­ნეს. მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სე­რი­ა­ლის "ელ­ჩის ქა­ლიშ­ვი­ლი" გა­და­ღე­ბე­ბის დროს ნეს­ლი­ჰა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გა­ირ­კვა, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნაწ­ლა­ვის სინ­დრო­მის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. და­ა­ვა­დე­ბა სა­ჭი­რო­ებ­და წო­ლით რე­ჟიმს და მკაცრ დი­ე­ტას. რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ ნეს­ლი­ჰან­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის გამო სე­რი­ალს ტო­ვებ­და. თუმ­ცა, მა­ყუ­რებ­ლე­ბის ნა­წილ­მა მისი ვერ­სია არ და­ი­ჯე­რა. მათი აზ­რით, მსა­ხი­ობ­მა და­ა­ვა­დე­ბა გა­ა­ყალ­ბა, რათა თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნა ჯა­რი­მე­ბი სა­მუ­შა­ოს შე­ფერ­ხე­ბის­თვის და არ სურ­და გა­და­ღე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, რად­გან სე­რი­ალს და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და. ამის შემ­დეგ ათა­გუ­ლი მთე­ლი წელი აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს და­ა­ვი­წყდათ. სტრე­სი­სა და უჭ­მე­ლო­ბის ფონ­ზე ის სა­ბო­ლო­ოდ 45 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და. ოჯა­ხუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა სა­ბედ­ნი­ე­როდ მკურ­ნა­ლო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და მსა­ხი­ო­ბი თან­და­თან და­უბ­რუნ­და პრო­ფე­სი­ას. ნეს­ლი­ჰა­ნი და ქა­დი­რი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რო­ბენ. 2024 წლის ზა­ფხულ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 32 წლის ნეს­ლი­ჰან ათა­გუ­ლი დე­დო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. წყარო:ambebi.ge

თინა ბოკუჩავა: წამოვედი სტრასბურგში იმისთვის, რომ ევროპარლამენტში ჩამომეტანა საქართველოს მოქალაქეთა ხმა, რომელთაც წაართვა არჩევანი ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე

„როგორც გუშინ რუსთაველზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, წამოვედი სტრასბურგში იმისთვის, რომ ევროპარლამენტში ჩამომეტანა საქართველოს მოქალაქეთა ხმა, რომელიც წაართვა ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ამასთანავე, დღეს ცესკოში ჩვენი წარმომადგენელი შეიტანს ჩემს მიერ ხელმოწერილ წერილს კანონით დადგენილი წესით, რომელიც მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისგან ჩაიხსნას ჩვენი საპარლამენტო სია.“ - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "როგორც გუშინ რუსთაველზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, გუშინ ღამით წამოვედი სტრასბურგში იმისთვის, რომ ევროპარლამენტში ჩამომეტანა საქართველოს მოქალაქეთა ხმა, რომელთაც წაართვა არჩევანი და ამით ევროპული პერსპექტივა ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე. სულ რამდენიმე საათში დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები რეზოლუციაზე, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს ხუთშაბათს და სადაც ბუნებრივია საუბარია 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენ ამ რეზოლუციაზე მუშაობა დავიწყეთ ჯერ კიდევ წინა კვირას ვიზიტისას და რა თქმა უნდა, მიზანია საერთაშორისო არ აღიარების შენარჩუნება, იმ შედეგების არ აღიარება, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას და რომელიც ჩვენ ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად უნდა გახდეს ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი. ამასთანავე მინდა გავაკეთო განცხადება, როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკოში ჩვენი წარმომადგენელი შეიტანს ჩემს მიერ ხელმოწერილ წერილს კანონით დადგენილი წესით, რომელიც მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისგან ჩაიხსნას ჩვენი საპარლამენტო სია, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, უარს ვაცხადებთ მანდატებზე, არ ვცნობთ ამ არჩევნების და მისი შედეგების ლეგიტიმაციას. იცით, რომ ჩვენ ცესკოს უკვე მივმართეთ ყველა სიის წევრის სახელით, სადაც ხელმოწერილი წერილები გაეგზავნა იმისთვის, რომ არც დროებითი მანდატები გაცემულიყო და რეგისტრაციაში არ გატარებულიყო ჩვენი უფლებამოსილების ცნობის საკითხი, რადგან ეს არ გადაცემულიყო არალეგიტიმური პარლამენტისთვის. სამწუხაროდ, თავლაფ დასხმულმა გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო რუსული სპეცოპერაციის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, უგულებელყო ჩვენი წერილები, არაკონსტიტუციური ნაბიჯით მან არ მიიღო მხედველობაში ჩვენი სამართლებრივად გაცხადებული მოთხოვნა, რომ უფლებამოსილების საკითხი არ გადაცემულიყო პარლამენტში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც ცესკო და გიორგი კალანდარიშვილი დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილი წესით შეტანილ წერილს, რომლითაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს საპარლამენტო სიების ჩახსნას. სიების ჩახსნას ვითხოვთ იმიტომ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს და კიდევ ერთხელ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად და მოხარული ვარ, რომ ამ თვალსაზრისით პოზიცია არის სრულიად ერთიანი, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს თავისუფალი, პროფესიონალი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას და სწორედ ამით დავიბრუნებთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ვახტანგ გომელაური – გრიგოლ გეგელია ეუბნებოდა პოლიციელს, ხვალ გავიგებ თქვენს გვარსო, გაიგოს, კი ბატონო, აგერ ვართ, ის პოლიციელს შეურაცხყოფას აყენებდა, რაც მიუღებელია

გრიგოლ გეგელია ეუბნებოდა პოლიციელს, ხვალ გავიგებ თქვენს გვარსო, გაიგოს, აგერ ვართ, რა უნდა ექნა, გვარს რომ გაიგებდა, პოლიციელი უბრალოდ იდგა და გეგელია მიდის, უყვირის, გვარის გაგებით თითქოს აშინებდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 25 ნოემბრის აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. ვახტანგ გომელაურის თქმით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი გრიგოლ გეგელია პოლიციელს შეურაცხყოფას აყენებდა, რაც მიუღებელია. „გეგელიასთან დაკავშირებით გეტყვით, მეღიმება, უკაცრავად, მაგრამ ცოტა სასაცილო იყო, ჭავლი გამოიყენესო. ჯერ უმჯობესია, ჩამოყალიბდნენ, ეს ადამიანები არიან პარლამენტის წევრები, თუ არ არიან, თუ უარს აცხადებენ მანდატებზე. მეორე – იქ რაც ვნახე, ჩემთვის მიუღებელი იყო, „ხვალ გავიგებ თქვენს გვარსო“. გაიგოს, კი ბატონო. აგერ ვართ, რა უნდა ქნას, გვარს რომ გაიგებდა. რა გააკეთა იმ პოლიციელმა, იდგა უბრალოდ, არაფერი გაუკეთებია. გეგელია პოლიციელთან მიდის, უყვირის, ეს მანქანები რატომ მოიყვანეო. ვფიქრობ, იქით აყენებდა შეურაცხყოფას. გვარის გაგებით თითქოს აშინებდა. არ მინდა, ხაზი გავუსვა, ფხიზელი იყო თუ არა ეს ადამიანი. მტკიცებულებით ფორმატში მოვიტანე, მაგრამ ისეთი მიუღებელი ჩვენთვის იქ არაფერი მომხდარა. თვითონ მივიდა პოლიციასთან, პოლიცია არ მისულა, აქ რატომ დგახარ და ასე შემდეგ. თვითონ მივიდა და დაუწყო საუბარი. რა საუბარიც იყო, ჩემთვის მიუღებელია. როცა პოლიტიკოსი ხარ და პრეტენზია გაქვს მორალზე, ყველაფერზე, არ შეიძლება, ასე მოექცე მოქალაქეს, პოლიციელს“, – განაცხადა გომელაურმა.

რატი იონათამიშვილი – ოპოზიციას პარლამენტში ყოფნა ძალიან უნდა, ყველაზე სკეპტიკური ადამიანებიც კი დარწმუნდნენ, რომ ისინი არც ნდობას და არც მხარდაჭერას არ იმსახურებენ

ოპოზიციას, სინამდვილეში, პარლამენტში ყოფნა ძალიან უნდა, ყველაზე სკეპტიკური ადამიანებიც კი დარწმუნდნენ, რომ ეს ადამიანები არც ნდობას და არც მხარდაჭერას არ იმსახურებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციის სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს. „სინამდვილეში, ამ ადამიანებს პარლამენტში ყოფნა ძალიან უნდათ. რასაც ვხედავთ, პირველად არ არის, მსგავსი სიტუაციები და რემეიქები მანამდეც ყოფილა. ეს არის სრულად გაკოტრებული ოპოზიცია, რომლის სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს. ვინმეს მათი ჯერ კიდევ თუ სჯეროდა, ყველაზე სკეპტიკური ადამიანებიც კი დარწმუნდნენ, რომ ეს ადამიანები არც ნდობას და არც მხარდაჭერას არ იმსახურებენ, რადგან ყველაფერს იკადრებენ. სინდისის ქენჯნას ვერ იგრძნობენ. რა თქმა უნდა, რაც არ აქვთ, იმას ვერც იგრძნობენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ბოლო სიახლეები