სალომე ზურაბიშვილი – ცინიკური მიდგომაა, როცა ბელარუსის პრეზიდენტი აფხაზეთში ჩავიდა ოკუპაციის კანონის, საერთაშორისო სამართლის ყველა წესის, ასევე ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით

Read Time:46 Second

ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა აფხაზეთში, ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის, ასევე ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით ჩავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა მიუღებელია.

„არ შეიძლება, არ აღვნიშნო რამდენად მიუღებელი და შემაშფოთებელია ის, რაც დღეს მოხდა. ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა აფხაზეთში, ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის დარღვევით, ასევე ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით ჩავიდა.

ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისთვის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი პრინციპები და ყველას უნდა მოვთხოვოთ, რომ დაიცვას ეს.

ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვითომც და რეფერენდუმებით (რომელსაც ყველანი ერთხმად უნდა ვგმობდეთ) ცდილობს, რაღაცნაირად ფეხი მოიკიდოს, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ცინიკური ფორმაა ისიც, რომ ვითომც დემოკრატიულ პრაქტიკას იყენებ შენი სამხედრო და ძალადობრივი ოკუპაციის გასამყარებლად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: უკვე მესამედ, გარკვეული ჯგუფები აწყობენ ისტერიკას, რომ რუსები შემოგვესივნენ, არის მუდმივი მცდელობა, რომ ჩვენი საზოგადოება შეშინდეს და დაიზაფროს
Next post ვახტანგ მახარობლიშვილი: საქართველო მკაცრად გმობს ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში „ვიზიტით“ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევას