სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირს სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება

Read Time:39 Second

მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ბატონ პრეზიდენტს აქ ჩამოსვლისთვის, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში 2 თვის წინ თავისი ვიზიტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მიშელთან მაშინაც დადებითი საუბარი ჰქონდა.

„დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. ეს როგორც არასოდეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა არის, რომ ის რაც იყო და არის საქართველო – ანუ სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, როგორც საქართველოს, სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერტად პოსტ-კრიზისულ გეგმაზე ერთად ვიმუშაოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
Next post თბილისის რკინიგზის სადგური1880-იან წლებში