საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევისას მძღოლებიც დაჯარიმდებიან

Read Time:48 Second

2018 წლის1 მაისიდან საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევა აიკრძალება.სიგარეტის მოწევა დაუშვებელი იქნება ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა. ამის შესახებ “ინფო რუსთავი” წერს.

კანონის თანახმად, სახმელეთო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევსმძღოლის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარი იქნება.

რაც შეეხება რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის მოთხოვნის შეუსრულებლობას, ჯარიმა 500 ლარით, განმეორებისას კი 1000 ლარით განისაზღვრება. ფიზიკური პირი საზღვაო , სარკინიგზო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევისას პირველ ჯერზე 50 ლარით, განმეორებისას კი 100 ლარით დაჯარიმდება.

ცვლილება შეეხება ქვეყნის მასშტაბით მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათ შორის რუსთავში არსებულ მუნიციპალურ ავტობუსებს, შიდასაქალაქო კერძო მიკროავტობუსებსა და რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ სამარშუტო ტაქსებს.

შეგახსენებთ, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო და ის  ძალაში მიმდინარე წლის1 მაისიდან შევა. კანონი სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის (ასევე ელექტროსიგარეტის) აკრძალვას გულისხმობს.

თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის გამო ჯარიმას ადგილზე გამოწერენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ერთი წლის იუბილეს ულოცავს
Next post ათენში ოთხი ქართველი დააკავეს