“საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად მოსარგებლეებისთვის იაფდება მგზავრობა” – ვინ იმგზავრებს უფასოდ ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ

Read Time:37 Second

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა, “ღამის კურიერის” ეთერში განმარტა, თუ ვის გაუიაფდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ახალი სააბონიმენტო, ულიმიტო სისტემის დანერგვის შემდეგ:

“საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ხშირ მომხმარებელს უიაფდება მგზავრობა, რადგანაც ის გრძელვადიან აბონიმენტს ყიდულობს და ყველა შემთხვევაში იაფი გამოსდის მგზავრობა. სამი ტრანსპორტის გამოცვლა ვისაც უწევს, იმათაც ცალსახად იაფი გამოსდით. მოდის სპეკულირება ამ საკითხზე, რომ ხალხს უჭირს – რა თქმა უნდა, ხალხს უჭირს, მაგრამ ისეთ ჯგუფებს, რომლებსაც გრძელვადიანი აბონიმენტის ყიდვა არ შეუძლიათ, მაგრამ ყოველდღიურად საქმიანობენ და მგზავრობენ, ფაქტობრივად ყველა ასეთი ჯგუფი მოცულია შეღავათებით,” – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისივე განმარტებით, უფასოდ იმგზავრებენ ომში მონაწილე პირები და მათი ოჯახის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, შშმ პირები და მათი თანმხლები ადამიანები… 20 თეთრი იქნება მგზავრობის საფასური მასწავლებლებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის კი ტარიფი 10 თეთრით განისაზღვრა. შეღავათით ისარგებლებენ კვლავ სკოლის მოსწავლეებიც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის რუსეთის ინსტრუმენტია ქვეყნის შესაჯანჯღარებლად
Next post მამუკა მდინარაძე: შერიგება შეუძლებელია ბოროტებასთან, დამნაშავესთან, დანაშაულთან