სად და როდის გაიმართება ლეგენდარული სპორტსმენის დასაფლავების ცერემონია – ლევან თედიაშვილის შვილი ინფორმაციას ავრცელებს

Read Time:1 Minute, 0 Second

75 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე ლევან თედიაშვილი. სამწუხარო ინფორმაციას, მისი ვაჟი, ბესარიონ თედიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„გარდაიცვალა მამაჩემი ლევან თედიაშვილი. პანაშვიდი კვირას და ორშაბათს 4 საათიდან – მის. ცაბაძის ქ. II     კორპუსი. სამშაბათს დილის 10 საათიდან, გამომშვიდობება შედგება, სპორტის სასახლეში. გამოსვენება სპორტის სასახლიდან (ძველი სპორტის სასახლე) 2 საათზე. დაკრძალვა ქ. საგარეჯოს სასაფლაოზე“ – წერს ბესო თედიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი ლევან თედიაშვილი იყო ოლიმპიური თამაშების 2 -გზის ჩემპიონი ჭიდაობაში, მსოფლიოს 4 -გზის და ევროპის 3 -გზის ჩემპიონი მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973) .

თედიაშვილი დაიბადა საგარეჯოში, 1948 წლის 15 მარტს. ცნობილი სპორტსმენი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ფილას და ღირსების ორდენების კავალერი, 1973 წელს, „საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად“ დასახელდა, ხოლო 1971, 1973 და 1974 წლებში „საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად“.

1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი „ხარება და გოგია“, რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ.

გადაღებულია ასევე, რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმში „მეოთხე ბრაიტონი”, სადაც მთავარ როლს ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ლევან თედიაშვილი ასრულებს.

„ხარება და გოგიას” შემდეგ, მეორე სამსახიობო გამოცდილებაა. ფილმმა ნიუ-იორკში, „ტრაიბეკას“ საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფილმმა მიიღო ჯილდო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, ასევე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა – ლევან თედიაშვილმა. ფილმი ასევე დაჯილდოვდა, საუკეთესო სცენარისთვის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მესამე ტურში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები 38:3 დაამარცხა
Next post გიორგი ჩალაძე: ახლა მიშა რომ მიუნხენში იყოს, საღამოს CNN, BBC და სხვები რიგში იდგებოდნენ მიშას ლაივში ჩასართავად