საგარეო უწყება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

Read Time:40 Second

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან. უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქალაქ კიევში და გენერალური საკონსულოები ქალაქ ოდესაში, ქალაქ დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასულები არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17

ამასთან, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში ონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ, გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო.

როგორც ცნობილია, აშშ, ევროკავშირის წვერი ქვეყნები მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინის ტერიტორია.

შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან როგორც ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს
Next post ზაალ ანჯაფარიძე თაკო ჩარკვიანზე: ასეთების ყოფნას პარლამენტში, მირჩევნია, იქ მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული ჭკუადამჯდარი მილიონერი ვიხილო