საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილ მანქანებს შეიძენს

Read Time:20 Second

კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში გამოცხადდება ტენდერი, რომელიც ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი მანქანების შესყიდვას გულისხმობს. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

მისი თქმით, სახანძრო სამაშველო ტექნიკის შესაძენად მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.

“ამ ტენდერის მიზანია, უკვე მზად ვიყოთ ზაფხულისთვის იმ ადგილებში, სადაც რისკი არის ტყის ხანძრების და სადაც არის მოსალოდნელი, რომ ეს პრობლემა შეიქმნას. მზად ვიყოთ და გვქონდეს გადაიარაღებული ტექნიკა და გვყავდეს გადამზადებული მეხანძრეები“, – განაცხადა მან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
Next post საქართველოში შესაძლოა ძიძების რეესტრი შეიქმნას