ორშაბათი, ივლისი 20, 2026

საგანგებო მდგომარეობისას მობილიზაციის გამოცხადების უფლებამოსილება კვლავ პრეზიდენტს ექნება

საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადების უფლებამოსილება კვლავ პრეზიდენტს ექნება. ამის შესახებ 1tv-ი წერს.

ამ უფლებამოსილების მთავრობისთვის გადაცემას რეზერვის სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებდა.

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლების მოსაზრება იქნა გაზიარებული.

„ჩვენს მიერ წარდგენილი ცვლილებებით, პრეზიდენტს უფლებამოსილება კვლავ ჰქონდა, რომ საომარი მდგომარეობის დროს მობილიზაცია გამოეცხადებინა, თუმცა ამავე ცვლილებებით, საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადების უფლებამოსილება მთავრობას ჰქონდა. ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის მხრიდან მოსაზრება იყო, რომ ეს უფლება კვლავ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში დაბრუნებულიყო. ამ მოსაზრებას დავეთახმეთ. მეორე მოსაზრება მობილიზაციის გამოცხადების პროცესში პარლამენტის მონაწილეობას ეხებოდა. ჩვენს მიერ მომზადებული ცვლილებებით, ამ პროცესში პარლამენტი მონაწილეობას აღარ ღებულობდა და ამ გადაწყვეტილებას არ ადასტურებდა. ფაქტიურად, დეპუტატები ჩვენს მოსაზრებას დაეთანხმნენ და ჩვენი ვერსია კვლავ დარჩება. ანუ, მობილიზაციის გამოცხადების პროცესში პარლამენტი მონაწილეობას არ მიიღებს. მესამე მოსაზრება ეროვნული თავდაცვის გეგმის დამტკიცებას შეეხებოდა და მათი ხედვით, ეს პრეზიდენტის პრეროგატივა უნდა ყოფილიყო, თუმცა ჩვენი მოსაზრებით, ეს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს, რადგან კონსტიტუცია არ იძლევა საშუალებას საკითხის სხვაგვარი გადაწყვეტის იმ ნაწილში, რომ პრეზიდენტს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფუნქციები”, – განაცხადა გელაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

Nasdaq Calypso-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ისტორიული პარტნიორობის დაწყების ფარგლებში, ხუთი წამყვანი ქართული კომერციული ბანკი სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას მოახდენს

საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით Nasdaq Calypso - საზიარო პლატფორმა დაინერგება, რომელიც უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას.ქვეყნის ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი - „საქართველოს ბანკი", „თიბისი ბანკი", „ლიბერთი ბანკი", „ტერაბანკი" და „ბაზისბანკი" დანერგავს Nasdaq Calypso სისტემას საერთო ინფრასტრუქტურის ფარგლებში, რომელიც ფარავს ვაჭრობის სრულ ციკლს. აღნიშნული ინიციატივა, რომელიც „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის" (GMAP) ფარგლებში ხორციელდება და, რომელსაც კოორდინაციას უწევს „საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია" (GFMTA), წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების გზაზე.პროექტის მონაწილე ხუთი კომერციული ბანკი წარმოადგენს საქართველოს კომერციული საბანკო სექტორის აქტივების უდიდეს ნაწილს. მათი გადასვლა საერთო, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს, როგორც თანამედროვე და კარგად მართული ფინანსური ბაზრის, ჩამოყალიბების გზაზე.აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კომერციული საბანკო სექტორი ხასიათდებოდა ორნიშნა ზრდით, სადაც საერთო აქტივები უახლოვდება 38 მილიარდ აშშ დოლარს - რაც ქვეყნის ფინანსური სისტემის მასშტაბსა და დინამიურობაზე მეტყველებს. სექტორის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მოთხოვნა უფრო კომპლექსურ სახაზინო ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც შეუძლია ფასიანი ქაღალდებისა და დერივატივების ბაზრების მხარდაჭერა, კორპორატიული დონის რისკების მართვა და სულ უფრო მკაცრი მარეგულირებელი სტანდარტების დაკმაყოფილება. ამავდროულად, მსგავსი ინფრასტრუქტურის ცალკეული ინსტიტუციის დონეზე დანერგვისა და მხარდაჭერისთვის საჭირო ინვესტიცია მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ნებისმიერი ცალკეული ბანკისთვის. საერთო, კოორდინირებული მიდგომა, რომელიც სექტორის მასშტაბით, რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს, ამ მიზნის მასშტაბურად მიღწევის ყველაზე ეფექტიან გზას წარმოადგენს.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს სახაზინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტი და ქვეყნის ფინანსური სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, საერთო პლატფორმა უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას.„საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკის ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე გადაყვანით, ჩვენ ხელს ვუწყობთ რისკის მართვის, მარეგულირებელი ზედამხედველობისა და ოპერაციული მდგრადობის სტანდარტის ამაღლებას მთელ სექტორში. ეს ინიციატივა ასახავს ჩვენს მისწრაფებას, შევქმნათ ისეთი ძლიერი და გამჭვირვალე ფინანსური ბაზარი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას", - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.Nasdaq-ის კაპიტალის ბაზრების ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელის მაგნუს ჰაგლინდის თქმით, საქართველო არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია საერთო ინფრასტრუქტურის მოდელს რეალური ღირებულების შექმნა. „როგორც ცალკეული ინსტიტუციებისთვის, ისე მთლიანად ფინანსური სისტემისთვის. Nasdaq-ის მასშტაბური მოდერნიზაციის პროგრამების მართვის გამოცდილებაზე დაყრდნობით, კომპანიები იღებენ წვდომას ღრმა ინსტიტუციურ ცოდნაზე და განვითარების შესაძლებლობაზე ისე, რომ არ უწევთ სრული ხარჯების, რისკებისა თუ ოპერაციული სირთულეების დამოუკიდებლად აღება. GMAP წარმოადგენს ზუსტად ისეთ სტრუქტურირებულ, ქვეყნის დონის ჩარჩო-პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ამ მასშტაბის ტრანსფორმაციის წარმატებას. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ ინიციატივაში და დავეხმაროთ საქართველოს საბანკო სექტორს ისეთი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში, რომელიც მას ესაჭიროება ზრდის შემდეგი ეტაპისთვის“, - აღნიშნა მაგნუს ჰაგლინდმა.„საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის" აღმასრულებელი მდივანის ლაშა ჯუღელის თქმით, საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამა" (GMAP) საქართველოს საბანკო სექტორში მრავალწლიანი მიზანმიმართული კოორდინაციის შედეგია და გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს ასოციაციისა და მასში წარმოდგენილი ფინანსური ინსტიტუტებისთვის.„Nasdaq-ის გლობალური გამოცდილების დახმარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტიტუციური მხარდაჭერით არსებული საზიარო ინფრასტრუქტურის, ასევე „იაპონია - EBRD თანამშრომლობის ფონდის" მეშვეობით გამოყოფილი პროექტის მართვის დაფინანსების წყალობით, ჩვენი წევრი ბანკები ახდენენ არა მხოლოდ საკუთარი საოპერაციო და ფინანსური ოპერაციების მოდერნიზაციას, არამედ, ამასთანავე, ერთობლივად ზრდიან სახაზინო მართვის სტანდარტს მთელ სექტორში. სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ცენტრალური როლი შევასრულეთ ამ ინიციატივის განხორციელებაში და მოუთმენლად ველით იმ რეალურ სარგებელს, რომელსაც ეს პროექტი მოუტანს ჩვენს წევრებსა და მთლიანად ადგილობრივ ფინანსურ ბაზრებს, - განაცხადა ლაშა ჯუღელმა.

ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს იმის ძალა, რომ ძალიან მარტივად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოზიტიურად აფასებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპასუხო წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი და მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შესწევს იმის ძალა, რომ მარტივად შეცვალოს წინა ადმინისტრაციის მიერ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები.როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება არის მზად და აბსოლუტურად გამჭვირვალე მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის.„რა თქმა უნდა, აღნიშნულ წერილს ვაფასებთ პოზიტიურად. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით.ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე, მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით. მხედველობაში მაქვს სანქციები, რომლებიც დაწესდა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ამ სანქციების დაწესებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. უბრალოდ, ეს იყო შანტაჟისა და მუქარისთვის გაკეთებული.დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის  ხელმძღვანელობით, ვფიქრობ, შესწევს იმის ძალა, რომ  ეს უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც იყო ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ძალიან მარტივად შეცვალოს. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის. როდესაც ვსაუბრობთ პარტნიორობაზე, სტრატეგიულ ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნისა და ორივე ხალხის, როგორც ამერიკელი, ასევე ქართველი ხალხის ინტერესები უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ესპანეთმა ფინალში არგენტინა დაამარცხა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია

2010 წლის შემდეგ ესპანეთის ნაკრებმა მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და ამიერიდან გულზე ორი ვარსკვლავით ითამაშებს.ისტორიული პარალელით დავიწყოთ: მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატიც ამერიკაში ჩატარდა, მაშინაც ძალიან ცხელოდა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი ბრაზილიამ იტალია დაამარცხა და მეოთხედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა.მუნდიალი ამჯერადაც ამერიკაში ჩატარდა, ახლაც ძალიან ცხელოდა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. თუმცა ამჯერად გოლი დამატებით დროში გავიდა – ფერან ტორესმა ესპანეთს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა. ეს მისთვის პირველი გოლი იყო მიმდინარე მუნდიალზე.

შსს – თელავში ქორწილისას დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა...

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.გამოძიების თანახმად, საქმე ეხება თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას. უწყების ცნობით, მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა და ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაზიანება მიაყენა.“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მურთაზ ზოდელავას მეუღლე – როდის მოხდა ინსულტის გადატანა, ექიმები დადასტურებით ვერ ამბობენ, თუმცა რაღაც კერა იყო ნაპოვნი, ახლა არ არის აქტიური კერა, შესაბამისად, ინსულტი...

მურთაზ ზოდელავა კლინიკაში შევიდა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით. ამ ეტაპზე ინსულტი არ დადასტურებულა - ალბათ, უახლოეს პერიოდში კლინიკიდან გაეწერება, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პოლიტიკოსის, ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას მეუღლემ, მაია მუმლაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.მისივე თქმით, მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.„მაქვს კონტაქტი და კოორდინაცია მედპერსონალთან, ასევე პენიტენციური დაწესებულების ჯანდაცვის დეპარტამენტთან. შევიდა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით, ამ ეტაპზე ინსულტი არ დადასტურებულა. რაც შეეხება გადატანილ ნაწილს - როდის მოხდა აღნიშნული, ჩემთვის უცნობია და ექიმებიც ვერ ამბობენ დადასტურებით, თუმცა რაღაც კერა იყო ნაპოვნი. ახლა არ არის აქტიური კერა, შესაბამისად, ახლა ამ მდგომარეობაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. ახლა მიმდინარე მდგომარეობით, ამ ეტაპზე ინსულტი დადასტურებული არ არის. ალბათ, უახლეს პერიოდში კლინიკიდან გაეწერება,“ - განაცხადა მაია მუმლაძემ.ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ზოდელავამ „საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი“, თუმცა კლინიკაში აცხადებენ, რომ „ინსულტზე საუბარი არ არის“. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სამედიცინო დაწესებულებაში თავბრუსხვევით სამი დღის წინ შეიყვანეს. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას ჩატარებული აქვს ყველა საჭირო და აუცილებელი კვლევა.

ბოლო სიახლეები