პარასკევი, ივნისი 13, 2025

საბა ბუაძე – თაზო დათუნაშვილი გაიტაცეს მანდატურებმა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასამართლოს სარდაფში საკანში ჰყავთ გამოკეტილი

„ლელო- ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, ამავე პარტიის წევრი, თაზო დათუნაშვილი სასამართლო პროცესის შემდეგ მანდატურებმა გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისივე თქმით, თაზო დათუნაშვილი მანდატურებს ამ დრომდე „სასამართლოს სარდაფში საკანში ჰყავთ გამოკეტილი“.

„თაზო დათუნაშვილი გაიტაცეს მანდატურებმა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასამართლოს სარდაფში საკანში ჰყავთ გამოკეტილი. ტელეფონი წაართვეს“, – წერს საბა ბუაძე „ფეისბუქზე“.

ინფორმაციისთვის, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი, სავარაუდოდ, დააკავეს. დათუნაშვილი სასამართლოს შენობას ტოვებდა, რა დროსაც ის მანდატურებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა გაანადგურა ნათანზის ბირთვული ობიექტი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა გაანადგურა ნათანზის ბირთვული ობიექტი.„ირანი საპასუხო დარტყმას განახორციელებს. ეს მოხდება. მე ველოდები ჩვენზე თავდასხმას. ეს შეიძლება იყოს ძალიან მძიმე თავდასხმები, ტალღებად“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.ნეთანიაჰუ ისრაელის საჰაერო ძალების თავდაპირველ დარტყმებს ძალიან წარმატებულს უწოდებს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში NAFSA 2025-ში მონაწილეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო სივრცეში ორგანიზებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში – „NAFSA 2025 - წლიური კონფერენცია და გამოფენა“ (NAFSA 2025 - Annual Conference & Expo) - მონაწილეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე უძღვებოდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან დიეგოში (კალიფორნიის შტატი) გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში მონაწილეობა საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში მიიღო. საქართველოს დელეგაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები - ბაია კვიციანი და თამარ ღვამიჩავა ხელმძღვანელობდნენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი NAFSA 2025-ზე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ და დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ფიცხელაურმა წარმოადგინეს.საინფორმაციო-საანგარიშო შეხვედრას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ესწრებოდნენ ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.როგორც თეა მურვანიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე, რომელშიც მსოფლიო მასშტაბით 100-ზე მეტი ქვეყნის 10 000-მდე დელეგატი მონაწილეობდა, საქართველო წარმოდგენილი იყო სტენდით - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტით - „Education In Georgia“, რომელიც საქართველოში მოქმედ სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აერთიანებს. მისი თქმით, NAFSA 2025-ში მონაწილეობა ქართული უნივერსიტეტებისთვის, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უნიკალური შესაძლებლობაა გააფართოოს საერთაშორისო თანამშრომლობა, გაზარდოს ცნობადობა და ხილვადობა და, ამასთან ერთად, მოიძიოს ახალი საერთაშორისო პარტნიორები, რაც ასე მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის კუთხით.„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ NAFSA მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო ფორუმია, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო განათლების სფეროს ლიდერებსა და სპეციალისტებს, მასში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტრატეგიისა და გლობალური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. პირველ რიგში, ასეთი გამოფენები ხელს უწყობს, გაიზარდოს ჩვენი უნივერსიტეტის გლობალური ხილვადობა და პარტნიორობა, რადგან 100-ზე მეტი ქვეყნის ასობით უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობა ჩვენს უნივერსიტეტს აყენებს მსოფლიოს იმ წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუციების რიგში, რომლებიც აქტიურად ეძებენ კვლევითი, გაცვლითი და კოლაბორაციული თანამშრომლობის შესაძლებლობებს. NAFSA იზიდავს საერთაშორისო მიღების, რეკრუტინგისა და გაცვლითი პროგრამების პროფესიონალებს, რაც პოტენციურ პარტნიორებთან და რეკრუტერებთან პირდაპირი კავშირების დამყარების საუკეთესო საშუალებაა. საქართველოს სტენდს - „Education in Georgia-ს“ სივრცეს მრავალი მონაწილე ესტუმრა და ადგილზე გაეცნო ქართული უნივერსიტეტების, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, მიიღო ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, VR სათვალის მეშვეობით დაათვალიერა როგორც საუნივერსიტეტო კამპუსები, ისე ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ 50-ზე მეტ სესიასა და პრეზენტაციაში, გვქონდა შეხვედრები, რომელთა მიზანი ახალი კოლაბორაციების შესახებ შეთანხმებების ინიციირება და ერთობლივი ახალი პროგრამების განხილვა იყო.რაც მთავარია, გამოფენაში მონაწილეობით ჩვენმა უნივერსიტეტმა შეიძინა მოქნილი პლატფორმა საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისა და გლობალური მობილობის პროგრამების განხორციელებისთვის. გარდა ამისა, NAFSA-ს პლატფორმა დიდ დახმარებას გაგვიწევს კურიკულუმების და კვლევების ინტერნაციონალიზაციისა და საგანმანათლებლო სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური პროგრამები სრულ თანხვედრაშია NAFSA-ს STEM განათლების გლობალური განვითარების კონცეფციასთან, ასევე, მდგრადი და ინტერკულტურული საგანმანათლებლო პრაქტიკების ხელშეწყობასთან. ვიმედოვნებთ, რომ NAFSA-ზე შეძენილი კავშირები მეტად გაძლიერდება და გადაიზრდება ახალ მემორანდუმებში, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და ახალ გაცვლით პროგრამებში. კერძოდ, უკვე ვგეგმავთ ვიმუშაოთ ურთიერთგაგების ახალ მემორანდუმებზე ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტებთან, ავამოქმედოთ ახალი გაცვლითი პროგრამები საინჟინრო-ტექნოლოგიური და არქიტექტურის მიმართულებით, გავაძლიეროთ საერთაშორისო აქტივობები ერთობლივი სემინარებით, კონფერენციებითა და სტუდენტური რეკრუტინგის მისიებით, პარალელურად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გააგრძელებს მონაწილეობას NAFSA-ს რეგიონულ ღონისძიებებსა და სემინარებში. „Education in Georgia“-ს ეგიდითა და საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში NAFSA 2025-ში მონაწილეობა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გლობალური პოზიციონირებისა და აკადემიური გავლენის გაძლიერების მიმართულებით. ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს“, - აღნიშნა თეა მურვანიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს უპასუხა.

ლიეტუვის საგარეო უწყება – ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ და სწრაფ პასუხს ახლავე

ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ და სწრაფ პასუხს ახლავე, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.მათივე თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პოლიტიკური ოპონენტის დაკავების შესახებ, წარმოაჩენს თუ რას წარმოადგენს ეს პოლიტიკური სუბიექტი.„„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პოლიტიკური ოპონენტისა და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ, იმის ნათელი დემონსტრირებაა, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს პოლიტიკური სუბიექტი. ეს მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ პასუხს ახლავე და ივნისში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთქმედების სამომავლო ჩარჩოს შესახებ სერიოზულ დისკუსიას. დროულად რეაგირების არარსებობა არ ხსნის პასუხისმგებლობას“, – წერს ლიეტუვის საგარეო უწყება.ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო გქონდა შეფარდებული. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა.

ირანული მედიის ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად თეირანის პროვინციაში 78 ადამიანი დაიღუპა, 329 დაშავდა, მედიამ დაადასტურა რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების ხელმძღვანელის დაღუპვაც

ირანული მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების შედეგად თეირანის პროვინციაში 78 ადამიანი დაიღუპა, 329 კი დაშავდა.სამაშველო სამსახურებმა განაცხადეს, რომ სამაშველო და ნანგრევების გატანის ოპერაციები კვლავ გრძელდება. არსებობს შესაძლებლობა, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდოს.ირანი ისრაელს საცხოვრებელი ზონების დაბომბვაში ადანაშაულებს. ირანული მედია ასევე ადასტურებს ისრაელის თავდასხმის შედეგად „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო ძალების ხელმძღვანელის, გენერალ ამირ ალი ჰაჯიზადეს დაღუპვას.ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაღერ ღალიბაფი აცხადებს, რომ ირანი დაასრულებს ისრაელის მიერ დაწყებულ ისტორიას.

რეზო კიკნაძე – მერაბ დვალიშვილს მივმართავ, მას „სინდისის პატიმრები“ უხსენეს და ვერ გაიგო: ჩვენ დაგვიჭირეს აქციაზე, როცა ევროპულ მომავალს ვითხოვდით – ჩვენ გვინდა, რომ...

მას „სინდისის პატიმრები“ უხსენეს და ვერ გაიგო - ჩვენ დაგვიჭირეს აქციაზე, როცა ევროპულ მომავალს ვითხოვდით. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს, - ასე მიმართა აქციების პერიოდში დაკავებულმა რეზო კიკნაძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს.როგორც რეზო კიკნაძემ მიმართვაში განაცხადა, აქციაზე დაკავებულები ისჯებიან იმის გამო, რომ არ უნდათ საქართველო რუსეთისკენ მიდიოდეს.„მერაბ დვალიშვილს მივმართავ - მას სინდისის პატიმრები უხსენეს და ვერ გაიგო. ძალიან მოკლედ ავუხსნი, თუ რატომ ვართ აქ - ჩვენ დაგვიჭირეს აქციაზე, ევროპულ მომავალს ვითხოვდით და კობახიძემ თქვა, რომ „სანამ „ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, ევროპასთან კავშირი და მოლაპარაკებები არ გვექნებაო“. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს, არ გინდა, რომ რუსეთისკენ მივდიოდეთ. ამის გამო ვყავართ აქ და ამის გამო გვისჯიან 5, 6 და 7 წელს“, - განაცხადა რეზო კიკნაძემ.ცნობისთვის, UFC-ის ქართველ მებრძოლს მერაბ დვალიშვილს, როდესაც მან UFC-ის საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა, აქციების დროს დაკავებულმა რეზო კიკნაძემ გამარჯვება სასამართლო სხდომათა დარბაზიდან მიულოცა, ხოლო როცა დვალიშვილი საქართველოში ჩამოვიდა, პრესკონფერენციაზე მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მხარდაჭერის გამოსახატავად მივიდოდა თუ არა რეზო კიკნაძის პროცესზე, დვალიშვილმა უპასუხა, რომ ის სპორტსმენია და თავის საქმეს აკეთებს."მე სპორტსმენი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კარგი ადვოკატია და თქვენც ახალგაზრდები, გააკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია, რომ მაგ ახალგაზრდას დაეხმაროთ. ამხელა მისია მაქვს აღებული, რომ ვაჩვენო ჩემი საქართველო და ჩემი საქმე გავაკეთო, რაც ვიცი. ხომ იცით, "პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო". ყველა პატიმარს თავისუფლებას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ“, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ბოლო სიახლეები