სააკაშვილი- მე ვარ მზად აბსოლუტურად ყველას შევუნდო

Read Time:1 Minute, 0 Second

თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ ვინ ვისზე რა თქვა წარსულში, ჩვენ აღარ დაგვრჩება ქვეყანა. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და მე ვარ მზად აბსოლუტურად ყველას შევუნდო.” რაც შეეხება პატრიაქრის განცხადებას, ეს ჰგავს მგლის თავზე სახარების კითხვას. განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა  “რუსთავი 2”-თან.

მისი თქმით, ძალიან დიდი შეცდომა იყო, თავის დროზე თაკო ჩარკვიანი და მურმან დუმბაძე რომ არ დააფასა.

“გრიგოლ ვაშაძე არის ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც სრულიად რეალისტური შანსები აქვს გამარჯვების. რა ენერგია აქვს, გამახსენდა ვარდების რევოლუციის წინა პერიოდი, რა “დრაივი” იყო დარბაზში.

გია ვაშაძე სალომე ზურაბიშვილს დაამარცხებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევაჩერებთ ქართული სახელმწიფოს დასამარების პროცესს. პიტუნის ამოცანა 2008 წლის ომში, იყო ქართული სახელმწიფოს დასამარება. 2012 წელს როგორ ამინას მიაჭდებდნენ ყვავ-ყორნები აი, ისე ჩაგვაქვესკნელეს ისევ, მაგრამ ეს მეც კი ვერ წარმომედგინა”- განაცხადა სააკაშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, როგორ უნდა ამოვიდეთ ამ ქვესკნელიდან საქართველო, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა.

“მხოლოდ საერთო კონსოლიდაციით და ძველი წყენების დავიწყებით. თაკო ჩარკვიანს ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა თელავში და თქვა, რომ 9 წელი ვისაც ვებრძოდი იმის შემდეგ არაფერი გაკეთებულა (ჩემზე ილაპარაკა). მინდა ვთქვა, ჩემი შეცდომა იყო, რომ მე, თაკო ჩარკვიანისთანა პატრიოტ ადამიანებთან მაშინ საერთო ენა ვერ მოვნახე. მურმან დუმბაძე რატომ უნდა დაგვეკარგა?! მის გარეშე არ მოხდებოდა ასლან აბაშიძის განდევნა და აი, მაშინ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ნამდვილად ვერ შედგებოდა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე წინასაარჩევნოდ სასულიერო პირებს მიმართავს – ჩრდილს ნუ მიაყენებთ ეკლესიასა და საკუთარ თავს
Next post “საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტ ქალს სახლი გაყიდული, ქმარი კი დაოჯახებული დახვდა”