სააკაშვილი-ის რაც აქ ხდება რუსული ჰიბრიდული ოპერაციის გაგრძელებაა… აქ ვარ პუტინის პირადი ტყვე

Read Time:1 Minute, 3 Second

„საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ სრული ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე, აბა ვის გაუგია რუსეთმა წააგოს, ბორენკას ვერც წარმოუდგენია რომ რუსეთმა შეიძლება დამარცხება იწვნიოს. ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში?“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ სრული ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე.

„რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე პრეზიდენტ ზელენსკის ოლიგარქები უწყობდნენ გამოსვლებს, აჯანყებას, პოლიციას იწვევდნენ შეტაკებებზე. ეს არის კარგად დოკუმენტირებული ფაქტი. კანონიერ ქურდებს ზუსტად ისე იყენებდნენ როგორც საქართველოში.

ასე რომ პირდაპირ აიღეთ რა ხდება იქ და რა ხდება აქ, ეს არის სუფთა რუსული ისტორია, რუსული ჰიბრიდული ოპერაციის გაგრძელება, მე აქ ვარ პუტინის პირადი ტყვე, რომელსაც პუტინი უსრულებს იმას, რაც ვერ შეუსრულა ზელენსკიმ. იმიტომ რომ უკრაინა იმარჯვებს.

საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ სრული ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე, აბა ვის გაუგია რუსეთმა წააგოს კაცო, ბორენკას ვერც წარმოუდგენია რომ რუსეთმა შეიძლება დამარცხება იწვნიოს. ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში?

უკრაინა იმარჯვებს, უკრაინა გამოყრის ამათ ყველას, რუსებს თავისი ტერიტორიიდან, მათ შორის ჩვენი 2000 მებრძოლის მონაწილეობით, რომლებიც იქ არიან და იცავენ საქართველოს ინტერესებს. საქართველოს მთავრობას მათზეც აქვს საქმე აღძრული, მათ შორის ჩემს საქმეებთან დაკავშირებით. იმ ჩვენს გმირებს ვინც იბრძვიან უკრაინაში, ამ სასამართლო დარბაზში ელოდებიან იმისთვის რომ გაასამართლონ ამ სასამართლო დარბაზში. ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო დადასტურება, რომ საქართველოს მართავენ არა მთავრობა, არამედ მოღალატეების ჯგრო. საქართველოს მოღალატეების ბანდა, რომელიც გაანადგურებს საკუთარ ხალხს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი პესკოვი – ევროპა გაზის საფასურს რუბლებში თუ არ გადაიხდის, ბუნებრივ აირს უფასოდ არ მივაწვდით
Next post ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა ზოგიერთი უკრაინული ქალაქის მერი მოკლეს