სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა მედპერსონალმა უნდა გადაწყვიტოს და არა ადვოკატებმა, თუ საჭირო გახდა სხვა ტიპის დაწესებულებაშიც გადავიყვანთ – დიმიტრი ხუნდაძე
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთეკლობისა და სხვა უფლებრივი მდგომარეობა დაცულია.
რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, ხუნდაძის თქმით, რაიმე სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკი ექსპრეზიდენტის შემთხვევაში არ არსებობს.
დიმიტრი ხუნდაძე იმასაც აღნიშნავს, რომ თუკი თვითონ სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოს რესურსი არ იქნება საკმარისი, მაშინ, მესამე პრეზიდენტი სხვა ტიპის მრავალპროფილურ დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი.
“მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება მედპერსონალმა უნდა გადაწყვიტოს და არა ადვოკატებმა. ჩვენ ვიცავთ ნებისმიერი მოქალაქისა და მსჯავრდებულის, ვინც არ უნდა იყოს ეს, მიუხედავად გვარისა, სახელისა და პოლიტიკური თანამდებობისა, მათ როგორც ჯანმრთელობას, ასევე სხვა უფლებრივ მდგომარეობას. მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ პროცესს, მაგრამ კლინიკურ საკითხებში ჩართულები არიან მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტები. მათი შეფასებით კი, დღეს რაიმე სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკი, არ არსებობს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. თუკი მისი მდგომარეობა იქნება ისეთი რომ დასჭირდება სტაციონალური მომსახურეობა, ამისათვის არსებობს თვითონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საავადმყოფო, სადაც ყველა რესურსია იმისა, რომ მას სამედიცინო მომსახურება გაეწიოს. მაგრამ, თუ ეს რესურსიც არ იქნება საკმარისი, მაშინ, რა თქმა უნდა, თუ იქნება რეკომენდაცია რომ სი გადავიდეს სხვა ტიპის მრავალპროფილურ დაწესებულებაში, ასეც მოხდება. იქვე დგას ბრიგადა, მის პულსზე უდევთ ხელი და თუკი საჭიროება მოხდება, მოხდება მისი ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულებაში.
არსებობს მრავალსაფეხურიანი კონტრტოლის მექანიზმი, რომ იყოს დაცული მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სხვა უფლებრივი მდგომარეობები. საქმეში ასევე ჩართულია სახალხო დამცველი და ამ ჯგუფში ის მუდმივად ესწრება ყველა შეხვედრას,”- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
28 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ბზობის დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და...
დავით კაჭარავა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ – ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს, ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს
„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება...
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...