სააგენტო: აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ტექნიკური საშუალებები ათმაგდება

Read Time:36 Second

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ტექნიკური საშუალებები ათმაგდება, – ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” სურსათის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

წელს პრეპარატების რაოდენობა  მილიონ ჰექტრამდე ფართობის დამუშავებისთვისაა გათვლილი. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 49 მილიონი ლარია გამოყოფილი.

8-9 მარტს საქართველოში ფაროსანასთან დაკავშირებით საერთაშორისო სიმპოზიუმი იმართება. მთავარი განსახილველი საკითხი აზიური ფაროსანა იქნება.

ღონისძიებას მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით ამერიკის წამყვანი სპეციალისტები და მეზობელი ქვეყნების ფიტოსანიტარული სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრებიან. ამერიკის შეერთებულ შტატებში აზიურ ფაროსანას თითქმის 20 წელია ებრძვიან.

ცოტა ხნის წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განმარტა, რომ ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად მაღალი დონის კომისიაა შექმნილი და სრული მობილიზაციაა გამოცხადებული.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები წელს არ დარიგდება.

16 თებერვალს სამთავრობო კომისიის სხდომაზე „ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ იმსჯელეს და 2018 წლის გეგმა დაამტკიცეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სინოპტიკოსები: 1 მარტს შავ ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი
Next post კახა კალაძე – პირობა დავდე, რომ 4 წლის განმავლობაში სასიკეთო საქმეებს გავაკეთებთ და მარგინალური „ნაცმოძრაობა“ მასზე ისაუბრებს, ამ დაპირებას ვასრულებ