რუსული მედიის ცნობით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მყოფ გაწვევას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს უწყებებს ურიგებენ

Read Time:29 Second

საქართველო-რუსეთის საზღვარზე მყოფ გაწვევას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს უწყებებს ურიგებენ. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ მათთან ინტერვიუში ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის პრესსამსახურმა განაცხადა.

„საქართველოს საზღვარზე მუშაობს გაწვევის ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც შედიან სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლები და წარმომადგენლობითი ხელისუფლების ორგანოები. ისინი გასასვლელში ამოწმებენ, ექვემდებარება თუ არა პირი სამხედრო სამსახურს და ექვემდებარება თუ არა გაწვევას. თუ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექვემდებარება გაწვევას, მაშინ ამ შემთხვევაში მას გადაეცემა უწყება“, – განაცხადეს პრესსამსახურში.

როგორც რუსული მედია წერს, მანამდე რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ ოსეთში დაახლოებით 5,5 ათასი მანქანა დგას რიგში რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადასაკვეთად, მათ შორის 3,6 ათასი მსუბუქი ავტომანქანა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: „შტამპი“, რომელსაც მესაზღვრე არტყამს, ჩათვალეთ, არის ვიზა – კონტროლდება, ვინ უნდა შემოვიდეს და ვინ – არა
Next post აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე, იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ბრიუს შვარცი