რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 208 ბავშვი მოკლეს

Read Time:36 Second

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან 208 ბავშვი დაიღუპა. დაშავდა კიდევ 376, –  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

„რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 208 ბავშვი დაიღუპა. 376 კი სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე.

პროკურორების თქმით, ყველაზე მეტად ბავშვები დაზარალდნენ დონეცკის რეგიონში – 119, კიევში – 113, ხარკოვში – 91, ჩერნიგოვი – 57, ხერსონი – 44, მიკოლაევი – 41, ლუგანსკში – 36, ზაპოროჟიეში – 25, დედაქალაქში – 16, სუმი – 16, ჟიტომირი – 15.

ასევე გუშინ, ნიკოლაევში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად, 11 წლის გოგონა დაშავდა.

პარალელურად კიევის რაიონის სოფელ ბოროდიანკას ტერიტორიაზე 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1141 სასწავლო დაწესებულება, აქედან 99 მთლიანად განადგურდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა
Next post ჯო ბაიდენი – ნატო-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა, არ ელოდა, რომ ერთად დავდგებოდით