“რუსთავი2”-თან ინცინდენტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

Read Time:35 Second

საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2- თან გამართულ აქციაზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

გამოძიება დაკავებულებს 239-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც ჯგუფურად წინასწარ დაგგმილ ხულიგნობას გულისხმობს.

ბრალი რამდენიმე დაკავებულს დაუმძიმდა, მათ შორის ლუკა ნაცვლიშვილს დამატებით სხვისი ნივთის დაზიანებას, გოგა ონიანს კი ცემასა და ძალადობას ედავებიან.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. ქართული მარში სამოქმედო გეგმას სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერებს.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან პოლიციამ ქართული მარშის 5 წევრი დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ.  “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”- თქვა გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქობულეთელმა კაცმა ძველი “ჟიგული” „პიკაპად“ გადააკეთა
Next post შექსპირისა და მისი თანამედროვეების პიესებში „ვეფხისტყაოსნის“ ნესტანისა და ტარიელის თავგადასავალია გამოყენებული