„რუსთავის ციხეში თუ გადაიყვანენ, ეჭვი არ მეპარება, რომ შიმშილობას განაახლებს“ – გიული ალასანია სააკაშვილზე

Read Time:32 Second

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ თავის შვილს გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანენ, ის დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი შიმშილობას განაახლებს.

ამასთან, გიული ალასანია ამბობს, რომ მას თავის შვილთან აღარ აქვს კომუნიკაცია.

„სამწუხაროდ, პირადად მე ჩემს შვილთან კომუნიკაცია აღარ მაქვს. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც დღეს ჰოსპიტალში შესვლა მოახერხა, ნიკა გვარამია იყო. მუქარები მუდმივად ისმის, თუ ასე არ მოიქცევი, ასე იქნება, თუ ისე არ მოიქცევი, ასე დაგსჯით. ამას უკვე მივეჩვიე.

რაც შეეხება მის გამოჯანმრთელებას, იცით რამდენიმე კონსილიუმი შეიქმნა და ყველა მონაწილემ ჩათვალა, რომ არ არის გამოჯანმრთელებული. მისი გადაყვანა სრულიად გამორიცხულია. არ ვიცი იუსტიციის მინისტრმა რის საფუძველზე გააკეთა დასკვნა, რომ გამოჯანმრთელდა“, – აღნიშნა ალასანიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი – ჩემთვის მნიშვნელოვანია, შეიქმნას სივრცე, სადაც შევძლებთ ერთმანეთთან ისეთ თემებზე საუბრის დაწყებას, რის გამოც ქვეყანა დაყოფილია და საზოგადოება დაპირისპირებული
Next post „ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ რეპრესიებს ატარებენ“ – ნინო ლომჯარია