რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს ასევე შეუერთდნენ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეებიც, რომლებიც რუსთაველოს გამზირზე მსვლელობით მივიდნენ.
ადგილზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წევრები იმყოფებიან. აქციას, ასევე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები უწყვეტად უკვე 333 დღეა მიმდინარეობს. ისინი აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და აქციების ფარგლებში დაკავებულთა გათავისუფლებას.

