რუსთაველის გამზირზე აქცია „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს!“ მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და საქართველოში მცხოვრები უკრაინელები. ისინი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ.
შეკრებილებს მიმართა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, რომელმაც ქართველ ხალხს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
ჯერჯერობით შეკრებილებისთვის არ მიუმართავთ აქციის ორგანიზატორებს – „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „დროას“ ლიდერებს.
შეკრებილებს ასევე მიმართა ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტიურმა მხარდამჭერმა, სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ორშაბათიდან ქვეყნის მასშტაბით უნდა დაიწყოს საპროტესტო აქციები, რომელთა მიზანიც „ხელისუფლების ჩამოგდება“ იქნება.