რუსეთში, სავაჭრო ცენტრში ხანძარს სამი ბავშვი ემსხვერპლა

Read Time:19 Second

რუსეთში, სავაჭრო ცენტრში ხანძარს სამი ბავშვი ემსხვერპლარუსეთში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. ხანძარი კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობაში გაჩნდა.

როგორც საგანგებო სამსახურებში ამბობენ, ბავშვები კვამლით დაიხრჩვნენ.

ცეცხლი 500 კვადრატულ მეტრზე იყო მოდებული. ადგილზე მობილიზებული იყო 210 მეხანძრე და 48 ერთეული ტექნიკა. მაშველებმა 20 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. სულ ევაკუირებულია 100 ადამიანი.

ამჟამად, ადგილზე გაგზავნილია სპეციალური ლაბორატორია, რომელიც ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობას შეისწავლის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი კვირიკაშვილი: კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი და რკინიგზა
Next post ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ჯიბეში ლექსი იპოვეს