რუსეთს ტერიტორიების 20%-ი ჩააბარეს, სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდეს და ამის ჩამდენი ხალხი პრორუსულობას დაბრალებს გუნდს, რომელმაც ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ვიზა ლიბერალიზაციას მიაღწია, კონსტიტუციაში ჩაწერა ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე – მამ
ხელისუფლებამ და წარსულის ადამიანებმა, რეტროგრადებმა რუსეთს ტერიტორიების 20%-ი ჩააბარეს, მათ ენაზე, რომ ვთქვათ, “გაუპრავეს” ეს 20%-ი. ომის შემდეგ, 2 თვეში რეზოლუციაზე მოუწერეს ხელი და მხარი დაუჭირეს რეზოლუციას სადაც ქართველ სამხედროებს დაბრალდათ ომის დაწყება,”-ამის შესახებ ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რუსთავი2-ზე გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
ოპოზიციის არგუმენტზე, რომ სწორედ ამ რეზოლუციაში ჩაიწერა პირველად ტერმინი ოკუპაცია და სწორედ ამიტომ მოაწერეს ხელი, მდინარაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერის გარეშეც ჩაიწერებოდა რეზოლუციაში ტერმინი “ოკუპანტი”.
“აბა რა ჩაიწერებოდა? საქართველოში შემოსული რუსული ჯარის შესახებ ტურისტები არიანო ხომ არ ჩაიწერებოდა. ისედაც და ასედაც ეს ჩაიწერებოდა.
როდესაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა რუსულმა ჯარმა შენ ხელს აწერ დოკუმენტზე, თან შენი ხელმოწერის გარეშე ის, რომ გადის- ნაცების მხარდაჭერის გარეშე გადიოდა ხმები ჰყოფნიდა. მათი მხარდაჭერის გარეშე დოკუმენტი ძალაში შედიოდა, სამწუხაროდ ჰყოფნიდა მხარდამჭერების რაოდენობა.
ამის შემდეგ სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდეს რუსებს, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაუხსნეს კარი, ქართულიო ხმა სჭირდებოდა რუსეთის გაწევრიანებას, ხმა მისცეს და 2012 წლის შემდეგ ამისმა ჩამდენმა ხალხმა პირველივე დღიდან დაუწყო ბიძინა ივანიშვილზე პრორუსულობის დაბრალება იმ გუნდისათვის, რომელმაც ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ვიზა ლიბერალიზაციას მიაღწია, კონსტიტუციაში კონსტიტუციურ დათქმად ჩაწერა ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე. ასევე ევროპული პერსპექტივა მიიღო და დაიწყო ევროპული სისტემის შექმნა,”-აცხადებს მამუკა მდინარაძე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...
ირაკლი ხელაძე – როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა....
გურამ მაჭარაშვილი – არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს, საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ
არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს და საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ, – ამის...
მიხეილ სააკაშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: ჩემთვის გამაოგნებელია მისი მსჯელობის სიმწიფე – ნამდვილად ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ჩაგვისვამს ჯიბეში
ლაზარეს შემთხვევაში ივანიშვილის სპეცსამსახურებს აშკარად დიდი ჩავარდნა მოუვიდათ.- ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: “ლაზარეს...
მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის – გააფეტიშეს, მისგან გმირი შექმნეს
„ფსევდოლიბერალურ საზოგადოებაში თუ ვინმე მათ აზრს არ ეთანხმება და მათ ე.წ. ბაბლს არ მიეკუთვნება, ადამიანადაც არ მიიჩნევენ. ბოლშევიკების დროსაც ასე...