რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შვეიცარელი მონიტორების დაშვებას ხელი მოაწერა

Read Time:34 Second

ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ხელშეკრულებას რუსულმა მხარემ ხელი გუშინ მოაწერა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში სამმხრივი ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ხელშეკრულების პირობების აღსრულების ტექნიკურ დეტალებზე იმუშავებს.

“ჩვენი მთავარი განსჯის საკითხი იქნება 2011 წლის შეთანხმება საბაჟო მონიტორინგის შესახებ. მოგეხსენებათ, 2017 წლის ბოლოს საქართველომ გააფორმა კონტრაქტი შვეიცარულ კომპანია “ესჯეესთან”, ახლა რუსეთის ჯერი იყო და გუშინ მათ მოაწერეს ხელი ანალოგიურ კონტრაქტს შვეიცარულ კომპანიასთან. 24 მაისის შეხვედრაზე ვისაუბრებთ ამაზე, შევეცდები მოვისმინო და გავიგო რას ფიქრობენ შემდეგი ნაბიჯების სახით, რას გეგმავენ. უნდა შეიქმნას სამმხრივი სამუშაო ჯგუფი, ქართულ-რუსულ-შვეიცარული, რომელიც დროდადრო შეიკრიბება და მონიტორინგს გაუწევს ამ პროექტის განხორციელებას”,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნუცუბიძის პლატოზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
Next post დღეს „გარეჯობა 2018-ის“ სახალხო დღესასწაული იმართება