რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

Read Time:31 Second

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში დაბრუნდა 207 ადამიანი.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 195 გათავისუფლებული სამხედროს შესახებ იუწყება და ამტკიცებს, რომ უკრაინასაც 195 ტყვე გადასცეს.

როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, გათავისუფლებულ უკრაინელებს შორის არიან მარიუპოლის დამცველები, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც კუნძულ ზმეინიზე იმყოფებოდნენ, ასევე ჯარისკაცები, რომლებიც იბრძოდნენ დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვისა და ხერსონის მიმართულებებზე.

ამასთან, კიევში არ დაუკონკრეტებიათ იმ ტყვეთა რაოდენობა, რომლებიც რუსეთს გადაეცა.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს მას შემდეგ, რაც ბელგოროდთან რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ შედეგად 65 უკრაინელი ტყვე დაიღუპა, რომელთა გაცვლაც იყო დაგეგმილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გრიგოლ გეგელია: არ გვაქვს შოუს დრო – ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობაშია
Next post “ნატვრის ხის” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, თენგიზ აბულაძე ავარიას, სასწაულებრივად გადაურჩა. თურმე, მაესტროს, წინ “მონანიება” ელოდა…” – გენიალური რეჟისორის 100 წლის იუბილე