რუსეთმა დაიწყო უკრაინის პოზიციის მოსმენა – რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი დასრულდა

Read Time:37 Second

„რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკება შედარებით კონსტრუქციული გახდა, განიხილება სამომავლო შეთანხმებები“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ იგორ ჟოვკამ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა დაიწყო უკრაინელების პოზიციის მოსმენა:

„მოლაპარაკების პირველ რაუნდში რუსეთი არ იყო მზად ჩვენი პოზიციის მოსასმენად, ულტიმატუმებს გვიყენებდა, რომ უკრაინა უნდა დანებდეს, დაყაროს იარაღი, რომ ჩვენი პრეზიდენტი ხელს მოაწერს კაპიტულაციას. ახლა კი რუსეთი შედარებით სხვა ტონით საუბრობს“, – აღნიშნა ჟოვკამ და დასძინა, რომ მოლაპარაკებაზე უკრაინის წარმომადგენლები „ზომიერად ოპტიმისტურები“ არიან.

მან ხაზი გაუსვა, რომ „დიდი მიღწევა ამ მოლაპარაკებებში სახელმწიფოების მეთაურების მონაწილეობით მიიღწევა“

მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის დასრულებას, ასევე, გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები 16 მარტს, ოთხშაბათს გაგრძელდება.

„გავაგრძელებთ ხვალ. ძალიან რთული მოლაპარაკების პროცესია. შეინიშნება ფუნდამენტური წინააღმდეგობები, მაგრამ კომპრომისის შესაძლებლობები ნამდვილად არის“, – აცხადებს პოდოლიაკი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერს მიმართა – შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რომ ყოველდღე იღებთ მონაცემებს მსხვერპლის, მათ შორის ბავშვების და ქალების შესახებ? 97 ბავშვია დაღუპული, შეგიძლიათ ამის წარმოდგენა?
Next post “216 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი” – რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს.