რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები ძალაში შევიდა

Read Time:27 Second

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა. დღეიდან ძალაში შევიდა, რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გაფართოება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ე.წ. შავ სიას რუსეთისა და უკრაინის 21 მოქალაქე შეემატა. მათ შორის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ანდრეი ჩერეზოვი და დეპარტამენტის დირექტორი ევგენი გრაბჩაკი.

გაზრდილ სასანქციო სიაში ასევე 9 კომპანია ფიგურირებს, მათ შორის, „სურგუტნეფტეგაზი“ და „ტექნოპრომექსპორტი“.

რუსეთისთვის  სანქციების დაწესება ამერიკაში მოქმედი ახალი კანონის, “საპასუხო ზომები ამერიკის შეერთებული შტატების მტრების წინააღმდეგ სანქციების მეშვეობით,” საფუძველზე მოხდა, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა.

სანქციები აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ 26 იანვარს დააწესა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი დირექტორი დანიშნა
Next post თბილისში 420 დევნილ ოჯახს გაზიფიცირების პრობლემა მოუგვარდება