რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს აძევებენ

Read Time:45 Second

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს რუსეთის ფედერაციაში, ლოურენს ბრისტოუს ნოტა გადასცა, რომლის თანახმად 23 დიპლომატს რუსეთის ტერიტორიიდან გააძევებენ.

ნოტაში წერია, რომ გაერთიანებული სამეფოს საელჩოს 23 თანამშრომელი რუსეთში „პერსონა ნონ-გრატად“ გამოცხადდა და მათ უახლოეს ერთ კვირაში ქვეყნის ტერიტორია უნდა დატოვონ.

რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების საპასუხოდ მიიღეს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ 14 მარტს რუსეთის მთავრობასთან მაღალ დონეზე ურთიერთობების გაწყვეტა დააანონსა, გაუქმდა სერგეი ლავროვის ჩანიშნული ვიზიტი ლონდონში, გაფართოვდა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, გაიყინა რამდენიმე რუსი ბიზნესმენის ანგარიშები ბრიტანეთში.

ასევე პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, გაერთიანებულ სამეფოში მყოფმა 23-მა რუსმა დიპლომატმა ქვეყნის ტერიტორია უნდა დატოვოს.

ეს გადაწყვეტილება გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალშვილის მოწამვლის შემდეგ მიიღეს. გამოძიებამ გამოააშკარავა, რომ სკრიპალი, რომელმაც თავშესაფარი ბრიტანეთში 2010 წელს მიიღო, ე.წ. ნერვული აგენტით მოწამლეს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და თავდაცვის მდივანმა მომხდარში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი კვირიკაშვილი – უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვისი ბრალეულობაც გუდაურში მომხდარ ფაქტზე გამოიკვეთება
Next post გუდაურის ინციდენტის შესასწავლად, საქართველოში “ბიურო ვერიტასის“ ექპერტთა ჯგუფი ჩამოვა