რონ ჯონსონი: მოხარულნი ვართ, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს

Read Time:23 Second

ამერიკელი სენატორი, რონ ჯონსონი აცხადებს, რომ მოხარულია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

„მოხარულნი ვართ, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების სისტემასა და პოლიტიკურ ჩართულობას. უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ საჭირო საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განსახორციელებლად, რომელიც უკეთ ფუნქციონირებადი დემოკრატიის შექმნას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა რონ ჯონსონმა.

ამერიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ფეიკკვლევა, რომელიც მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალებას
Next post ჯინ შაჰინი: საქართველოს პოლიტიკურ ბედს შორსმიმავალი შედეგები აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობისთვის