რომან გოცირიძე – პრეზიდენტმა ერთი კონკრეტული საქმე აჩვენოს, რაც ეროვნულ თანხმობას ხელს შეუწყობს, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია დეპოლარიზაციის შესამცირებლად

Read Time:55 Second

პრეზიდენტმა ერთი კონკრეტული საქმე აჩვენოს, რაც ეროვნულ თანხმობას ხელს შეუწყობს, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია დეპოლარიზაციის შესამცირებლად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, მას აქვს უამრავი შესაძლებლობა, როგორც პრეზიდენტს.

„კარგია, როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეროვნული თანხმობის საკითხს არ ეშვება და ამბობს, ნურავინ ჩათვლის ეროვნული თანხმობის საკითხს ახირებად და ყოველთვის შეგახსენებთ ამ საკითხსო. ძალიან კარგია, თუ კვირაში ერთხელ ამას შეგვახსენებს, მაგრამ კიდევ უკეთესი იქნება, თუ თვეში ერთხელ ამ შეხსენებას მისი მხრიდან მოჰყვება საქმე. სიტყვა – საქმიანი და საქმე – სიტყვიანი. აი, სწორედ ასეთი ცოტა უცნაური ლოზუნგი იყო კომუნისტების დროს, სადაც ლოზუნგები იცოდნენ, მაგრამ ლოზუნგებს არ მოჰყვებოდა საქმე და არავის სჯეროდა ამ საბჭოთა ფრთოსანი ფრაზების. ამიტომ ეს კომუნისტური ლოზუნგი დასაცინი რომ არ გახდეს, მან საქმე უნდა მოაყოლოს. ერთი კონკრეტული საქმე აჩვენოს, რაც ეროვნულ თანხმობას ხელს შეუწყობს. მას აქვს უამრავი შესაძლებლობა, როგორც პრეზიდენტს. მაგალითად, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომელიც 12 პუნქტიდან ერთ-ერთის ნაწილია დეპოლარიზაციის კუთხით ისევე, როგორც პოლიტიკური დევნის შეწყვეტის კუთხით, ასევე შეუძლია სამკურნალოდ გადაყვანაში მიხეილ სააკაშვილისთვის ხელშეწყობა და ამაში მისი პოლიტიკური წონის გამოყენება, თუნდაც, საჯაროდ მხარდაჭერა ამ პროცესის მიმართ, ჰუმანური მოსაზრებით. ბევრი რამის გაკეთება შეუძლია დეპოლარიზაციის შესამცირებლად და ველოდებით კონკრეტულ საქმეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: რატომ სჭირდებათ ვახტანგ გომელაურის იმიჯის შერყევა, თუ გნებავთ ამის დასტური, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებები და მათი საშემოდგომო გეგმები ნახეთ
Next post „ლელო“ ინიციატივით გამოდის, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც მათივე განმარტებით, საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირებს შეისწავლის