რომან გოცირიძე: მიხეილ სააკაშვილს რაიმე რომ მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი და ვერც ბიძინა ივანიშვილი გაასწრებს საქართველოდან

Read Time:41 Second

იუსტიციის მინისტრის განცხადება არის არაჰუმანური – მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებებს.

“კვლავ გრძელდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და არაადამიანური მოპყრობა. [იუსტიციის მინისტრი] განცხადება არის უკიდურესად უპასუხისმგებლო, რადგან ვერავითარი მინისტრი ვერ მართავს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არ ითვალისწინებს იმ რისკებს რაც შეიძლება დადგეს. შესაძლებელია ისეთი მოვლენა მივიღოთ, რომელიც ქვეყანას შეარყევს და 30 წლის შინ მიყენებული იარების, რაც დღემდე შეხორცებული არ არის და თავს გვახსენებს, ამ შეცდომების გამეორების პირობებს ქმნის. მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ მოიქცნენ ადამიანურად. მიჰბაძონ სხვა ქვეყნებს. პარლამენტში ახსენეს იულია ტიმოშენკო, რომელიც ასევე იქნა სამკურნალოდ გერმანიაში გადაყვანილი, დააყენონ პრიორიტეტად ადამიანის სიცოცხლე და არა ბიძინა ივანიშვილის მიზნები, ცეცხლს ეთამაშებიან!”, – განაცხადა გოცირიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „სააკაშვილი საკუთარი ნებით არ დასწრებია რამდენიმე პროცესს და ეს კითხვა, ალბათ, მაშინაც უნდა დასმულიყო, რატომ ცდილობდა მართლმსაჯულების პროცესის პარალიზებას“
Next post „დიდი შვიდეულის“ იუსტიციის მინისტრებმა ვლადიმირ პუტინის მიერ ზამთრის ომის იარაღად გამოყენება დაგმეს