რომან გოცირიძე: ივანიშვილს საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი

Read Time:53 Second

ივანიშვილს საქართველო, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავს აყვანილი – მას მიაჩნია, რომ ევროპაზე თავდასხმის მეთოდმა გაჭრა, მას სანქციები არ დაუწესეს და კანდიდატის სტატუსი ამიტომ მივიღეთ, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.

„ხალხის ძალა“ რატომ შექმნა ივანიშვილმა? იმისთვის, რომ ევროპას თავს დასხმოდა. თითქოს ევროპა მას თავის 800 მილიონს არ უბრუნებს, მტრობის გამო. ივანიშვილს საქართველო, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავს აყვანილი, მისი პირადი საქმეების მოსაგვარებლად მთავრობა დაგეშილიც ჰყავს. მას მიაჩნია, რომ ევროპაზე თავდასხმის მეთოდმა გაჭრა, მას სანქციები არ დაუწესეს და კანდიდატის სტატუსი ამიტომ მივიღეთ.

ივანიშვილი ძალიან ცდება. მისი, როგორც დე ფაქტო მმართველის დასანქცირება, მართლაც ნიშნავდა იმას, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ უნდა მოეცათ. ამ ყველაფრის გამო, ევროპამ რაღაცებზე თვალი დახუჭა, მაგრამ ამიერიდან არავინ არაფერზე თვალს არ დახუჭავს. ის, რომ „ქართული ოცნება“ ახლა არა მხოლოდ ევროპას, ამერიკასაც უტევს, ეს ბიძინა ივანიშვილს სანქციებთან აახლოებს. თუ დეკემბერში საქართველოს ევროპამ უარი უთხრა, ფაქტი იქნება, რომ არც არჩევნების და არც სამართლიანი სასამართლოს რეფორმა არ განხორციელებულა და ეს ევროპისთვის ძალიან დიდ გულისწყრომის მიზეზი იქნება. თუ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონით და ა.შ. ივანიშვილი მთელ ევროპას გადაიმტერებს, ამით ვინ შეიძლება იყოს კმაყოფილი? – მხოლოდ რუსეთი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: როცა არ იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, შესაძლოა, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი შეეცადოს ლგბტ პროპაგანდის კანონმდებლობის შეცვლას, ამიტომ მეტი დაზღვევისთვის, ეს პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებით უნდა გამყარდეს
Next post “მთელი ღამე ივერის ღვთისმშობელი ცაში იდგა და მეომრებს ჯვარს გვსახავდაო…” – ომში, სოხუმის დედათა მონასტერთან დატრიალებული სასწაული