რომან გოცირიძე: ამ ხელისუფლებას შეცვლის კოალიცია

Read Time:39 Second
ეს გიგი უგულავას პოზიციაა, ამაზე პარტიაში არ გვიმსჯელია. რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია, რომელიც არ არის ერთფეროვანი. ოპოზიცია არის განსხვავებული, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე გიგი უგულავას ინიციატივას, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ.
მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინირებაში, მაგრამ ამავე დროს ოპოზიციური პარტიები პოლიტიკური კონკურენტები არიან.
„ეს არის ერთ-ერთი მოსაზრება, რომელსაც შეიძლება დაეთანხმო, ან – არა. ოპოზიციამ წინა არჩევნებში აჩვენა რამდენიმე წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი. რა თქმა უნდა, ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინირებაში, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ოპოზიციური პარტიები ამავე დროს არიან პოლიტიკური კონკურენტები. პოლიტიკური კონკურენციის შედეგად ჩამოყალიბებული კოალიციური ხელისუფლება არის საქართველოს დემოკრატიული გზით განვითარების მომავალი. ამ ხელისუფლებას შეცვლის კოალიცია. რა ფორმით იქნება ეს, პარლამენტში შესვლამდე თუ შესვლის შემდეგ, ამას გვაჩვენებს, პოლიტიკური პროცესი. დღეს ამ საკითხზე საუბარი, ჩემი აზრით, ნაადრევია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.92 ლარი გახდა, ევროს 3.33 ლარი
Next post ევერესტზე მყინვარი დნება⛰️