როგორც კი გამოაშკარავდა, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ანიჭებდა უპირატესობას, დასავლეთმა გაააქტიურა სააკაშვილის პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა და უკვე ღიად იბრძვის ხალხის მხარდაჭერილი ოცნების ხელისუფლების დასამარცხებლად – ნანა კაკაბაძე

Read Time:3 Minute, 31 Second

„საქართველოს თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე დიდი სახელმწიფოები მუდმივად ცდილობდნენ აქ ჰყოლოდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათი ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი იქნებოდა. ამასთან, იშვიათი იყო შემთხვევა, როდესაც უცხო ძალას ჩვენი სახელმწიფოებრიობა მთლიანად გაეუქმებინა და თუნდაც დანაწევრებულ ქვეყანას, არ ჰყოლოდა ქართველი მმართველები“-ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

კაკაბაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პირველ ხანებში დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობდა, მაგრამ როგორც კი გამოაშკარავდა, რომ ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, დასავლეთის ინტერესებზე პრიორიტეტულად მიიჩნევდა და როცა ეს ინტერესები არ ემთხვეოდა დასავლეთის ინტერესებს, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ანიჭებდა უპირატესობას, მოხდა დასავლეთის მხარდაჭერის თანდათან შემცირება.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობების გარდამტეხი აღმოჩნდა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ დასავლეთს ამ ომში საქართველო ისეთ აქტიურ ანტირუსულ მხარედ წარმოედგინა, რომელიც არათუ სანქციებს დაუწესებდა რუსეთს, არამედ ოფიციალურად სამხედრო და ცოცხალი ძალით დაეხმარებოდა უკრაინას ან აქ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუხსნიდა მეორე ფრონტს.

მისივე თქმით, როდესაც გაირკვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა, დასავლეთმა გაააქტიურა მათი ფავორიტი სააკაშვილის პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა და უკვე ღიად იბრძვის ხალხის მხარდაჭერილი ოცნების ხელისუფლების დასამარცხებლად.

„როგორი ხელისუფლება სჭირდება უცხო ძალას საქართველოში საქართველოს თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე დიდი სახელმწიფოები მუდმივად ცდილობდნენ აქ ჰყოლოდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათი ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი იქნებოდა. ამასთან, იშვიათი იყო შემთხვევა, როდესაც უცხო ძალას ჩვენი სახელმწიფოებრიობა მთლიანად გაეუქმებინა და თუნდაც დანაწევრებულ ქვეყანას, არ ჰყოლოდა ქართველი მმართველები. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს საკუთარი მეფეები ან მთავრები ჰყავდა, რომლებიც მეზობლების სიძლიერის მიხედვით, ატარებდნენ პრო-სპარსულ, პრო-ბიზანტიურ, პრო-არაბულ პრო-მონღოლურ, პრო-თურქულ ან სხვა პოლიტიკას. ხშირად ისეც ხდებოდა, რომ ქართული სამთავროები ერთმანეთს იმის მიხედვით ებრძოდნენ, თუ რომელი ძლიერი მეზობლის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, ამბობდნენ, რომ სწორედ ის ძლიერი მეზობელი იყო იმ მომენტში ჩვენი ქვეყნის (ან მისი ნაწილის) მხსნელი და სიკეთის მომტანი. სინამდვილეში კი ისინი იმ დიდი ქვეყნების იარაღს წარმოადგენდნენ.

საქართველოს სახელმწიფოებრიობა ბოლოს რუსეთმა გააუქმა და ის რუსეთის იმპერიის ნაწილად აქცია, რომლის დაშლის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბუნებრივია, გაგრძელდა დიდი ქვეყნების ბრძოლა საქართველოში პრო-უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლების დასამკვიდრებლად. ბუნებრივია, ჩვენი ყველა დიდი მეზობელი თუ არამეზობელი დღესაც ჩაბმულია ამ ბრძოლაში, რადგან ყველას თავისი ინტერესები ამოძრავებს საქართველოში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ხელისუფლება ცდილობდა მისაღები ყოფილიყო იმ ძალისათვის, საიდანაც შეიძლებოდა ხელისუფლების მიღება და შენარჩუნება. თავის მოწონება-შეთაზების მიმართულებით ყველაზე მეტი მონდომება, სააკაშვილის ხელისუფლებამ გამოიჩინა. ის ყველა საკითხში საქართველოს ინტერესებზე წინ დასავლეთის ინტერესებს აყენებდა. სააკაშვილი ჩვენს ქვეყანას სთავაზობდა დასავლეთს, მათი ბუნებრივი მეტოქის, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად. ამის სანაცვლოდ, დასავლეთი თვალს ხუჭავდა სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის ანტიდემოკრატიულ ფორმებზე და მეთოდებზე. ამ კუთხით სააკაშვილის ხელისუფლება თანდათან იმდენად ოდიოზური და ქართველი ხალხისთვის მიუღებელი გახდა, რომ 2012 წლის შემდეგ, დასავლეთმა ვეღარ შეძლო მისი შენარჩუნება.

ივანიშვილის ხელისუფლება პირველ ხანებში დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობდა, მაგრამ როგორც კი გამოაშკარავდა, რომ ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, დასავლეთის ინტერესებზე პრიორიტეტულად მიიჩნევდა და როცა ეს ინტერესები არ ემთხვეოდა დასავლეთის ინტერესებს, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ანიჭებდა უპირატესობას, მოხდა დასავლეთის მხარდაჭერის თანდათან შემცირება. რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობების გარდამტეხი აღმოჩნდა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ დასავლეთს ამ ომში საქართველო ისეთ აქტიურ ანტირუსულ მხარედ წარმოედგინა, რომელიც არათუ სანქციებს დაუწესებდა რუსეთს, არამედ ოფიციალურად სამხედრო და ცოცხალი ძალით დაეხმარებოდა უკრაინას ან აქ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუხსნიდა მეორე ფრონტს.

როდესაც გაირკვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა, დასავლეთმა გაააქტიურა მათი ფავორიტი სააკაშვილის პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა და უკვე ღიად იბრძვის ხალხის მხარდაჭერილი ოცნების ხელისუფლების დასამარცხებლად.

ჯერ „მომაკვდავი სააკაშვილის“ გადარჩენის, ხოლო შემდეგ ე. წ. რუსული კანონის თემაც სწორედ ამ ბრძოლის ნაწილია.

სიმპტომატურია ისიც, რომ ამ თემის ამგორებელი პოლიტიკოსები, ენჯეოები და სტუდენტები ერთხმად აცხადებენ, არ გვაინტერესებს რა წერია კანონშიო.

ეს პოზიცია ლოგიკური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მოინდომებდნენ ამ კანონ-პროექტის არც მხარდაჭერას და არც გაპროტესტებას. იქნებოდნენ სახლებში და იქიდან თვალს ადევნებდნენ მოვლენებს. მაგრამ როცა გამოდიხარ ქუჩაში, პროტესტით, მზად ხარ წიწაკიანი გაზის შესუნთქვისთვის და შინაარსი არ გაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში ან ზომბი ხარ, ან უცხო ქვეყნის ინტერესების თუ დაკვეთის შემსრულებელი. სხვა ახსნა არ არსებობს.

რუსულია – არ გვინდა კანონი, რუსულია – არ გვინდა ხელისუფლება, რუსულია, რუსულია, რუსულია… ხდება სტიგმატიზება იმ საზოგადოების, რომელსაც უნდა იცოდეს, თუ რა ხდება უცხოური დაფინანსების მიღმა. ამ ტენდენციას მივყავართ იქამდე, რომ მალე გვეტყვიან, რუსულია მართლმადიდებლობა და არ გვინდა, თანაც აქამდე მისვლის პროცესი ფაქტობრივად დაწყებულია: რუსულია 7 იანვარს შობის აღნიშვნა და არ გვინდა, რუსულია ნეტარი მატრონა და არ გვინდა (წმინდანი და ეროვნება ვინ გაიგონა?!). ცოტაც და გვეტყვიან, რომ მართლმადიდებლობაც რუსულია და ამიტომ მასზეც ვთქვათ უარი. ამ მარაზმსაც მოეძებნება ზომბები. ამიტომაა საჭირო საზოგადოების გამოფხიზლება, სანამ ეშმაკი დაეპატრონება მათ სულებს და იზეიმებს გამარჯვებას. იმედი ვიქონიოთ, რომ უფლის შეწევნით საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის სინერგია ამისგან დაგვიცავს და დაგვიფარავს, მაგრამ ამისათვის თითოეულის ძალისხმევაა საჭირო.“-წერს ნანა კაკაბაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ხალხის ძალა”: ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი
Next post პრემიერი: ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ