როგორი იქნება სასტუმრო ქვევრის ფორმის ნომრებით, რომელიც კახეთში შენდება – აუზები, რესტორანი, ბარი და საბავშვო კუთხე…

Read Time:32 Second
როგორი იქნება სასტუმრო ქვევრის ფორმის ნომრებით, რომელიც კახეთში შენდება – აუზები, რესტორანი, ბარი და საბავშვო კუთხე…

თელავში სოფელ შალაურში სასტუმრო „ქვევრი“ აშენდება, რომლის ნომრებსაც ქვევრის ფორმა ექნება. სასტუმროს მთავარ მიზანს ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სასტუმროს კომპლექსში განთავსებული იქნება 15-ნომრიანი მთავარი შენობა და 20 ქვევრის ფორმის კოტეჯი. როგორც პროექტშია გაწერილი, თითოეულ ქვევრს ქართული ღვინის სახელწოდება ექნება. გარდა ამისა, სასტუმროს ტერიტორიაზე – აუზები, რესტორანი, ბარი და საბავშვო კუთხე მოეწყობა.

სამშენებლო სამუშაოები აპრილში დაიწყება და დაახლოებით, 7 თვეში დასრულდება. ინვესტიცია დაახლოებით მილიონნახევარი დოლარია. სასტუმროს ერთდროულად 60-70 სტუმრის მიღება შეეძლება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მე დავიბადე აპრილის თვეში, ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან… დღეს ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა
Next post „შე ნამუსგარეცხილო ჯაშუშო, შენ და შენი ე.წ. ქმარი როგორ ბედავთ ზვიად გამსახურდიას ხსენებას”…