რეჟისორი ზაზა ხალვაში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ზაზა ხალვაში დაიბადა 1957 წლის 17 მაისს, ბათუმში, ცნობილი პოეტის, ფრიდონ ხალვაშის ოჯახში. ის ავტორია ფილმებისა „ჟამი“, „აქ, ჩვენთან“, „მიზერერე“, „ნამე“ და სხვა. მიღებული აქვს მონპელიეს (საფრანგეთი) ხმელთაშუაზღვის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის „ვერცხლის პრიზი“; მიუნხენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალის „არსენალი“ დიპლომი საუკეთესო რეჟისურისათვის; მიუნხენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალის „არრე“ ჟიურის სპეციალური პრიზი; ბაბელსბერგის (გერმანია) ახალგაზრდული საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო უცხოური ფილმისთვის და სხვა. ზაზა ხალვაშის ფილმები ნაჩვენებია ამსტერდამის, ლოკარნოს, კოტბუსის, ანენოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე.