რა უნდა ჭამონ ბავშვებმა საუზმეზე

Read Time:1 Minute, 15 Second

UNICEF-ს ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით სპეციალური რეკომენდაციები აქვს შემუშავებული. ორგანიზაციის ცნობით, ბავშვებისთვის საუზმის გამოტოვება შეიძლება უარყოფითად აისახოს მათ კოგნიტიურ ფუნქციაზე, აკადემიურ მოსწრებაზე, ფსიქო-სოციალურ ფუნქციასა და გუნება-განწყობაზე. ამის შესახებ allnews.ge წერს.

კვლევებით დადგინდა, რომ საუზმის გამოტოვებით ყალიბდება ნაკლებად სასარგებლო კვებითი ჩვევები, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს არაჯანსაღი საკვების მიღებას და სიმსუქნეს. UNICEF-ის რეკომენდაციაა, რომ საუზმის რეგულარული მიღების ხელშესაწყობად მშობლებმა და მომვლელებმაც ისაუზმონ ხოლმე.

UNICEF-ის თანახმად, ბავშვისთვის განკუთვნილი საუზმის რაციონი უნდა შედგებოდეს:

ა) სულ მცირე ერთ სასმელი + სამი ძირითადი ელემენტისგან: ა) მარცვლოვანი (პური, ორცხობილა, მარცვლეულის ფანტელები და სხვა);

ბ) რძის ნაწარმი (რძე, ყველი, იოგურტი და სხვა);

გ) ხილი (უმი ხილი, ხილის წვენი, დაუმტკბარი კომპოტი, ხილის პიურე და სხვა).

ამასთან, 2 წლის ასაკის ზემოთ ბავშვი საუზმისას რძის ნაწარმის საშუალებით მინიმუმ 100 მგ კალციუმს უნდა იღებდეს. როგორც UNICEF-ის რეკომენდაციაში წერია, საჭიროების და სურვილის მიხედვით, საუზმის მენიუს შეიძლება დაემატოს:

ა) ერთი ცხიმის შემცველი პროდუქტი (კარაქი, მარგარინი და სხვა)
ბ) ერთი შაქრის შემცველი პროდუქტი (თაფლი, ჯემი და სხვა)
გ) ერთი ცილოვანი პროდუქტი (კვერცხი, ხორცი და სხვა).

სასმელში იგულისხმება წყალი, ხილის წვენი (100%-იანი, შაქრის დანამატის გარეშე) ან დაბალი ცხიმიანობის რძე (შაქრის დანამატის გარეშე). სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის საუზმეზე სასმელის სახით ჩაის მიცემა რეკომენდებული არ არის.

არ არის რეკომენდებული ისეთი საკვების რეგულარული გამოყენება, როგორიცაა ფუნთუშეული (მაგ. კრუასანი), შოკოლადი, კრემით და შოკოლადით შევსებული ნამცხვრები, შოკოლადიანი მარცვლეულის ფანტელები და სხვა ნებისმიერი საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც 15%-ზე მეტ ცხიმს შეიცავს. ასეთი პროდუქტების გამოყენების მაქსიმალური სიხშირეა 3-ჯერ 20 დღის განმავლობაში.

ამასთან, სასურველია, ბავშვები ხშირად იკვებებოდნენ ოჯახთან ერთად და ასევე ჩართული იყვნენ საკვების მომზადების პროცესში (საყიდლები, მომზადება).

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ცქიტიშვილი – რუსეთს ჟენევის ფორმატის სამშვიდობო პროცესებისთვის გამოყენების ნება არ გააჩნია
Next post აზერბაიჯანში რუსული იარაღი დაიწუნეს