რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ, რომ საქართველოში პანდემია ენდემურ ფაზაში გადავიდეს – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

Read Time:39 Second

როდის შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემია ენდემურ ფაზაში გადავიდა – ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ეს მხოლოდ მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაციის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

“თუ ჩვენი ქვეყანა დასახულ მიზნებს მიაღწევს და მოსახლეობაც ამას გაგებით მოეკიდება და ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზრდება, მსგავსი ციფრების შემთხვევაში ჰოსპიტალში გვეყოლება 400-500 ადამიანი. ერთადერთი გზა პანდემიის კონტროლის არის მხოლოდ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი. ინფიცირების რიცხვებს ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ ამით გავაკონტროლებთ ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების რაოდენობას და მას მინიმუმ 10-ჯერ შევამცირებთ. დანარჩენი რისკები, რომელიც ამას უკავშირდება, არის გაზრდილი რეინფიცირების რისკები, რომელიც, თუნდაც, მსოფლიო მაჩვენებლით 5-ჯერ გაზრდილია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ აუცრელი იქნება მოსახლეობის 60-70%, ეს ციფრები მუდმივად იტრიალებს და ჩვენ სულ ვიქნებით ზღვარზე – ჰოსპიტალური საწოლები გვევსება, თუ დაგვრჩა…

იქნება მოსახლეობის 80% აცრილი? – ეს იქნება მართვადი და სწორედ ამას ჰქვია ენდემურ ფაზაში პანდემიის გადასვლა,” – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე – ჰოსპიტლებში 3 000-მდე თავისუფალი ადგილია, მძიმე პაციენტთა რაოდენობა არ იზრდება, „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ მოქალაქეები ამან არ უნდა გაათამამოს
Next post გია გაბრიჭიძე მელიაზე: იქნებ ჩამოყალიბდეს, უნდოდა თუ არა სააკაშვილის ჩამოსვლა და მერე გვითხრას