რა საჩუქარი გადასცა ნონა გაფრინდაშვილმა სუხიშვილებს-„მან და ქალბატონმა ნინომ საფუძველი ჩაუყარეს ქართულ ცეკვას, რომელიც აღაფრთოვანებს მილიონობით მაყურებელს“

Read Time:28 Second

4 აპრილს, დიდ ქართველ ქორეოგრაფსა და მოცეკვავეს, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის დამფუძნებელს, ილიკო სუხიშვილს 117 წელი შეუსრულდებოდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ილიკო სუხიშვილის შთამომავლებს, ნინო და ილიკო სუხიშვილებს მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი სიმბოლურ საჩუქარს უძღვნის – მეფისა და დედოფლის ფიგურას კოლექციური ჭადრაკიდან:

„ქალბატონო ნინო, გილოცავთ ბატონი ილიკოს დაბადების დღეს.

მან და ქალბატონმა ნინომ საფუძველი ჩაუყარეს ქართულ ფენომენს – ტრადიციულ ქართულ ცეკვას, რომელიც აღაფრთოვანებდა და აღაფრთოვანებს მილიონობით მაყურებელს.

ამან შეგვაქმნევინა კოლექციური ჭადრაკი – „ქართული ცეკვა“, მინდა სიმბოლური საჩუქარი გადმოგცეთ, უდიდესი სიყვარულით და უდიდესი პატივისცემით – ჭადრაკის ფიგურები, მეფე და დედოფალი“, – აღნიშნავს ნონა გაფრინდაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელსაც ანსამბლი „სუხიშვილები“ ავრცელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სინოპტიკოსების გაფრთხილება – ამინდი მკვეთრად იცვლება
Next post „კატასტროფა ელოდებათ წინ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მოიგებენ არჩევნებს“ – დავით ზურაბიშვილი