ორშაბათი, მარტი 30, 2026

რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოს ქალმა ფეხმძიმობის პერიოდშ

ყოველდღიურად, ორსულის ორგანიზმიდან, შარდის სახით გამოიყოფა დაახლოებით 1,5 ლიტრი წყალი. ამიტომ ნორმალური მეტაბოლიზმისთვის, მომავალმა დედამ, როგორც მინიმუმ, უნდა შეავსოს ეს დანაკარგი.

ამას გარდა, ორსული ქალებს ხშირად ახასიათებთ ოფლიანობა, რაც დამატებით 0,5 ლიტრი სითხის დანაკარგს იწვევს სუნთქვისა და ოფლის სახით.

ამიტომ, ფეხმძიმობის დროს, რეკომენდებულია ორსულმა დალიოს დღეში არანაკლებ 1,5-2 ლიტრი წყალი. წყალი უნდა იყოს სუფთა. შესაძლებელია ლიმონთან ან შტოშთან ერთად.

სითხის იგივე რაოდენობაზეა საუბარი, თუ შევაჯერებთ სხვადასხვა ქვეყნის ამ სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც ფეხმძიმობის პერიოდში, ქალმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს 2-2,5 ლიტრი სითხე. თუმცა, რა თქმა უნდა ამ სითხეში არ შედის მხოლოდ წყალი. ხილი, ბოსტნეული და საკვები, რომელსაც იღებს მომავალი დედა, ასევე შეიცავს გარკვეული რაოდენობის სითხეს.

წყლის მოხმარების ძირითადი დრო, უმჯობესია იყოს დილისა და საღამოს საათები, ხოლო შუადღის საათებში შეიძლება კომფოტებისა და ჩაის დალევა. სითხის ასეთი გადანაწილება ამცირებს შეშუპებების წარმოქმნის რისკს, განსაკუთრებით ორსულობის გვიან ვადებში.

ორსულობის საწყის პერიოდში (პირველი კვირები), შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტოქსიკოზს, რომელსაც თან ახლდეს გულისრევისა და ღებინების შეგრძნება, რომელიც გაღრმავდება გაუწყლოვანების შემთხვევაში. ამიტომ სითხის დანაკლისის შევსება აუცილებელია სითხეებისა და საკვების მიღებით.

ზოგ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ორგანიზმის ძლიერ გაუწყლოვანებას, შესაძლოა სითხის შეყვანა ვენიდანაც გახდეს საჭირო, რათა ზიანი არ მიადგეს მომავალი დედისა და მისი ნაყოფის ჯანმრთელობას.

როგორც ცნობილია, მშობიარობის დროს, ადგილი აქვს სისხლის დანაკარგს, ამიტომ ორგანიზმს აუცილებლად უნდა გააჩნდეს აუცილებელი სითხის მარაგი. ამ მომენტიოსთვის ყველა შესაძლო საფრთხისა და ორგანიზმის მგომარეობის გათვალისწინებით, სითხის რაოდენობის კორექტირება და კონტროლი უნდა მოახდინოს ექიმმა-გინეკოლოგმა.

ორსულობის დროს, ორგანიზმში წყლის დონის ნორმის განსაზღვრა შეიძლებაა შარდის საშუალებით. თუ შარდი ღია-ყვითელი ფერისაა და სუნი არ აქვს, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ თუ შარდი მუქია და მძაფრი სუნი აქვს, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში დარღვეულია წყლის ბალანსი და ადგილი აქვს ნაწილობრივ გაუწყლოვნებას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – როდის აქეთაა, რომ „ნაცმოძრაობა“ ეკლესიაზე ინტერესდება, მათ აინტერესებთ, როგორმე, საპატრიარქოს და ეკლესიას ჩირქი მოსცხონ

ქართველმა ხალხმა თავისი პრიორიტეტი 17-21 მარტის დღეებში აჩვენა და ამიტომ არიან გამწარებულები, აღშფოთებულები, გონებაარეულები უცხოეთიდან დაწყებული აქაური უცხოური აგენტებით დამთავრებული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ახლა პატრიარქის მოსაყდრეს, ეკლესიას ებრძვიან და ცდილობენ, რომ განხეთქილება შეიტანონ.„როდის აქეთაა, რომ გვარამია და „ნაცმოძრაობა“ ეკლესიაზე ინტერესდებიან? როცა აქციაზე საუბრობს ადამიანი, რომ პატრიარქი ბნელი ძალების წარმომადგენელია და სასულიერო პირები ძველი ძალების წვეროსანი წარმომადგენლები, როგორ შეიძლება, ვინმემ დაიჯეროს, რომ ამ ხალხს აინტერესებს, რა ხდება საპატრიარქოში და როგორ აირჩევენ წმინდა სინოდის წევრები პატრიარქს? – მათ ის აინტერესებთ, როგორმე, საპატრიარქოს და ეკლესიას ჩირქი მოსცხონ. ეს არ გამოსდით, მაგრამ ეს მათი ინტერესის სფეროა. სახელმწიფოსა და ეკლესიის ფუნქციები გამიჯნულია, მაგრამ ჩვენ ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ეკლესიის მრევლის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.რაც შეეხება კანდიდატებს, ბუნებრივია, სინოდის წევრებს აქვთ უფლება, რომ თვითონ განაცხადონ ან არ განაცხადონ კანდიდატებზე, ვის დაასახელებენ და ვის არ დაასახელებენ. ეს მართვა-გამგეობის დებულებაშიც კია მითითებული, რომ უფლება აქვს სინოდის წევრს, რომ თავისი კანდიდატურა დაასახელოს“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დონალდ ტრამპი – გასულ კვირას ბელარუსში კიდევ 250 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა, უდიდესი მადლობა ალექსანდრ ლუკაშენკოს ამის გაკეთებისთვის

გასულ კვირას ბელარუსში კიდევ 250 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა, უდიდესი მადლობა ალექსანდრ ლუკაშენკოს ამის გაკეთებისთვის, – ამსი შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი წერს, მოუთმელანდ ელოდება ლუკაშენკოსთან შეხვედრას „მშვიდობის საბჭოს“ მორიგ შეხვედრაზე.„გასულ კვირას ბელარუსში ჩემი ელჩის, ჯონ კოულის, უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ, კიდევ 250 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა. ამით გასული წლის მაისიდან მოყოლებული პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიერ გათავისუფლებულ პატიმართა საერთო რაოდენობა 500-ს აჭარბებს. მინდა, პრეზიდენტს უდიდესი მადლობა გადავუხადო ამის გაკეთებისთვის. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად ყოფნას „მშვიდობის საბჭოს“ შემდეგ შეხვედრაზე“, – წერს დონალდ ტრამპი.ცნობითვის, ბელარუსის ხელისუფლებამ 2026 წლის დასაწყისში დაახლოებით 250 პატიმარი გაათავისუფლა. მათ შორის იყვნენ ადამიანის უფლებათა დამცველები, მარფა რაბკოვა და ნასტა ლოიკა. ამასთან, 2025 წლის დეკემბერში ბელარუსში კიდევ 123 მსჯავრდებული, მათ შორის ოპოზიციონერი მარია კოლესნიკავა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ვიქტარ ბაბარიკა, გაათავისუფლეს.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტს ირანში მიმდინარე ომის მიზნების განმარტებას სთხოვს

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანში მიმდინარე ომის მიზნების განმარტებას სთხოვს. ამასთან, ალბანეზმა მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა.„მინდა, მეტი სიცხადე იმის შესახებ, რა მიზნები აქვს ამ ომს და მსურს, ვიხილოთ დეესკალაცია“, – განაცხადა ალბანეზმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად, როდესაც მას დონალდ ტრამპის სამხედრო კამპანიის შეფასება სთხოვეს.ამავე დროს, ავსტრალიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ივნისის ბოლომდე საწვავზე გადასახადის განახევრების შესახებ.„საწვავის გადასახადს სამი თვით ვანახევრებთ. საზღვარგარეთ მიმდინარე კონფლიქტი შიდა ფასებს ზრდის და ვიცით, რომ ავსტრალიელები ამას გრძნობენ“, – წერს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.„ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას შეახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. „კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია.ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან გასული წლების მსგავსად, თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები”, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი – ბზის ალურა.ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – შესაბამის ორგანოებს დავავალე, ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას იერუსალიმის აღდგომის ტაძარში სრული და დაუყოვნებელი წვდომა მისცენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შესაბამის ორგანოებს დაავალა, რომ ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას იერუსალიმის აღდგომის ტაძარში სრული და დაუყოვნებელი წვდომა მისცენ.ნეთანიაჰუს თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილები ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა, ერთ-ერთი დარტყმის დროს რაკეტის ნამსხვრევები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში დაეცა.„დღეს კარდინალ პიცაბალას უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული ზრუნვის გამო სთხოვეს, აღდგომის ტაძარში მსახურება არ ჩაეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ მესმის ეს შეშფოთება, როგორც კი შევიტყვე კარდინალ პიცაბალასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ, შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლივ დავავალე, რომ პატრიარქს მისცენ საშუალება, ჩაატაროს წირვა ისე, როგორც სურს“, – წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პოლიციის თანამშრომლებმა იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას და წმინდა მიწის მცველს, მამა ფრანჩესკო იელპოს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ბზობის წირვის აღსანიშნავად შესვლაში ხელი შეუშალეს.

ბოლო სიახლეები