რა მარშრუტებზე იმოძრავებენ ახალი 8-მეტრიანი ავტობუსები დღეიდან

Read Time:39 Second

დღეიდან მგზავრებს „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება.

თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგ მარშრუტებზე:

N53 – ცაიშის ქუჩა (კუკია) – სადგურის მოედანი

N49 – სადგურის მოედანი – შალვა ნუცუბიძის III მ/რ. (წრიული);

N44 – ზემო ფონიჭალის დასახლება – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს);

N47 – ნუცუბიძის I მ/რ. – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ);

13 თებერვალს კი, ახალი ავტობუსები კიდევ 5 სამარშრუტო ხაზზე გადანაწილდებიან:

N22 – სოფელი ნასაგური – მეტროსადგური „ისანი“;

N41 – სოფელი წინუბანი – მეტროსადგური „ისანი“;

N29 – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) – სოფელი თხინვალა;

N89 – მეტროსადგური „დიდუბე“ – ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ);

N18 – სოფელი პატარა ლილო – მეტროსადგური „ისანი“.

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კორეელი ქალი გარდაცვლილ შვილს “შეხვდა” – ვიდეო
Next post გიორგი კვირიკაშვილი გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს