„რა დროს ეს კონცერტებია, რასაც თქვენ აწყობთ“?…„კრიტიკას ვერ მივიღებ, მედია კითხვებს სვამს“ – იაგო ხვიჩიასა და „ტვ პირველის“ წამყვანების მწვავე დაპირისპირება

Read Time:54 Second

„ტვ პირველის“ ეთერში „გირჩის“ ერთ-ერთი  ლიდერი იაგო ხვიჩია და წამყვანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

იაგო ხვიჩია გამოვიდა ინიციატივით, რომ „მედია იქნება თუ ოპოზიცია დროებით ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე ჩხუბი შეწყვიტოს“.

როგორ ცუდადაც არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება, მოდით, ვაჩვენოთ განსხვავება. ჩვენ როგორ ვხედავთ საფრთხეს, მიუხედავად იმისა, რომ არ შეგვცვლია ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება, ამ საფრთხის პირობებში ჩვენ როგორ ვიქცევით, როგორ არ იმჩნევს ამას ხელისუფლება და ვინ არის ჩვენს შორის ადეკვატური და არაადეკვატური.

რა დროს „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ჩხუბია, არ ვიტყვი „ნაცმოძრაობას“, მეც ხომ ვარ ამის ნაწილი, ჩემი სახელითაც ვსაუბრობ“.- თქვა იაგო ხვიჩიამ.

წამყვანის, ეკა მიშველაძის კითვაძე, რა გიშლით ამაში ხელს?

იაგო ხვიჩიამ უპასუხა:

„წარსული გვიშლის ხელს“.

ეკა მიშველაძე:

„წარსულს ვერ წავშლით“.

ხვიჩია:

„ბევრი რამ გვიშლის ქალბატონო ეკა ხელს.

მედია ყველაზე დიდი ხელისშემშლელია, როგორც წამქეზებელი. მარტო თქვენზე არ მიიღოთ“.

ეკა მიშველაძე:

„მედია არაფრის წამქეზებელი არაა, კრიტიკას ვერ მივიღებ, მედია კითხვებს სვამს და პასუხებს ვიღებ თქვენგან“.

იაგო ხვიჩია:

“სამყარო იცვლება ეს სიგიჟე ვერ გაგრძელდება ვერც მედიის სიგიჟე, ვერც ხელისუფლების სიყრუე და ვერც აგენტების დაძახება ერთმანეთისთვის, ეს ყველაფერი არის სიგიჟე და რეალობა გვაჩვენებს, რომ უნდა შეიცვალოს, კარს მოგვადგა ომი, რა დროს ეს კონცერტებია, რასაც თქვენ აწყობთ?!“

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არსად დამხევი ეგ არაა და არც “დამტორმუზებელი”-მამუკა გამყრელიძე
Next post BBC-ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა მაღალსიჩქარიანი საზენიტო სარაკეტო სისტემა