გაჭირვებაში, ტკივილით სავსე რაჭაში რაჭველები ისე იქცევიან, მათ გასაოცარ სიკეთეზე, თანადგომაზე, თავდადებაზე, სიცოცხლის რისკის ფასად მათ მიერ გადარჩენილ სიცოცხლეებზე უამრავ რამეს წერენ.სოციალურ ქსელში ვრცელდება ერთ-ერთი მაშველის მიმოწერა დასთან, რუსკა შაყულაშვილთან, რომელმაც ძმასთან პირადი მომოწერა გაასაჯაროვა. მაშველი დას წერს:
,,რაჭველები ხალხი ყოფილა, ძმაო, ალბათ ყველაზე მაგარი კუთხეა. რა დღეში არიან და მაინც როგორ ყურადღებას გვაქცევენ. არც ერთ მაღაზიაში ფულს არ გვართმევენ. ბიჭებს რცხვენიათ და მაღაზიაში ვერ შედიან. კაცი მოვიდა და, გინდა თუ არა, ჩემს ოჯახში წამოდითო, ქათმებს დავკლავო, ხორცი მაქვს, ხილის არაყიო. ორმა მოხუცმა ქალმა 20 ლობიანი და 20 ხაჭაპური მოიტანა. იცი, რა ხდება, სადაც ჩვენ ვართ? დღეში 10 კაცი მოდის და ხან რას გვაძლევენ, ხან – რას. ერთმა ყველანარი ხილი მოგვიტანა, ერთმა – 5 ყუთი კოკა-კოლა”.
რაჭველების სიკეთესა და კაცთმოყვარეობაზე კიდევ უამრავი ადამიანი წერს და პოსტს ეხმაურებიან, მათ შორისაა ლაშა კობალაძე, რომელიც წერს:
