რატი იონათამიშვილი: ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ საომარ მოქმედებებში ჩართვას და მერე ატყუებენ და ეუბნებიან, რომ ხდებიან უკრაინის არმიის წევრები

Read Time:53 Second

ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ საომარ მოქმედებებში ჩართვას და მერე ატყუებენ და ეუბნებიან, რომ ხდებიან უკრაინის არმიის წევრები – სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩადგომა კი ავტომატურად იწვევს შენი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ ბინძური სპეკულაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებებზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში თვითონ დაადასტურეს, რომ სიმართლე იყო, მაგრამ ამით უფრო მეტად გამოჩნდა მათი რეალური სახე, როდესაც ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ საომარ მოქმედებებში ჩართვას და მერე ატყუებენ და ეუბნებიან, რომ ხდებიან უკრაინის არმიის წევრები. სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩადგომა კი ავტომატურად იწვევს შენი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას და ამაზე არც კი აფრთხილებენ მათ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები, არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს, საზოგადოების. ვიცით, რომ ეს ახალი არაა მათი მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათი ამ დამოკიდებულებითაა, რომ მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში წარმომადგენლები და აქტივისტები ძალიან მძიმედ ამთავრებენ საკუთარ საქმიანობას ქართულ პოლიტიკაში“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ქართული ლეგიონი, ქართველებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს. მედიაში გავრცელდა პირადი მიმოწერა, რომლითიც დასტურდება, რომ თანხა შეადგენს ორი ათას დოლარზე მეტს. ქართულ ლეგიონს კი მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა
Next post კახა კალაძე: არავის მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოსა და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები