რატი იონათამიშვილი – სუს-მა მოსალოდნელი საფრთხე ყოველგვარი პომპეზურობისა და აფიშირების გარეშე აიცილა თავიდან

Read Time:56 Second
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსალოდნელი საფრთხე თავიდან აიცილა ყოველგვარი პომპეზურობისა და აფიშირების გარეშე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა.
როგორც იონათამიშვილმა განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია და პროფესიონალიზმი ის არის, რომ საზოგადოების დაზაფვრის გარეშე აღკვეთოს დანაშაული.
„მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და დადგინდება, ვის ინტერესში იყო, რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული დანაშაულის დაგეგმვა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
„მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე – ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და თავდასხმის ორგანიზება მიუღებელია და ჩვენს ქვეყანაში არავის მივცემთ ამის უფლებას
Next post გია ვოლსკი – ნურავინ იტყვის 100-პროცენტიანი გარანტიით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავა, მთელი პასუხისმგებლობა იქნება ოპონენტებზე, გამოჩნდება, ვის უნდა სტაბილურობა და ვის – არეულობა