რატი იონათამიშვილი – საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას შარშანაც იმსახურებდა და წელს უფრო მეტად იმსახურებს

Read Time:30 Second

საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას შარშანაც იმსახურებდა და წელს უფრო მეტად იმსახურებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მიღება ქვეყანაში პოლარიზაციის პროცესს დაასრულებს.

„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება თუნდაც ამ თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მხრიდან ევროპული პერსპექტივა მოგვეცა, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საკითხით სპეკულაცია დაიწყო. გვახსოვს ისიც, როცა ევროპულ პერსპექტივაზე რადიკალური კამპანიის აგორება სცადეს. საბოლოოდ ცხადია, რომ მათი რადიკალური დღის წესრიგი არასდროს განხორციელდება, მაგრამ საერთო საქმისთვის უკეთესი იქნება, რომ რაც უფრო ნაკლებია პოლარიზაციის ხარისხი, ჯანსაღი დისკუსიისთვის მით მეტი სივრცე დარჩება. საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას შარშანაც იმსახურებდა და წელს უფრო მეტად იმსახურებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება
Next post თეა წულუკიანი: ჩვენი ხელისუფლების ურყევი პოზიციაა, რომ სახელმწიფომ დეოკუპაცია უნდა მოახდინოს მშვიდობიანი გზით, ქართველი ერი ტერიტორიების ოკუპაციას არასოდეს შეეგუება