რატი იონათამიშვილი – სასამართლო დამოუკიდებლად, ობიექტური გარემოებების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას სააკაშვილის საკითხზე, ამას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს

Read Time:24 Second

სასამართლო დამოუკიდებლად, ობიექტური გარემოებების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას და ამას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„ერთი შეხედვით, არასერიოზული და უხერხული განცხადებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, მაინც ფაქტია, ეს ადამიანები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ეს არის ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის მორიგი მცდელობა, რასაც, რასაკვირველია, არავის მხრიდან არასდროს ადგილი არ ექნება, ვინაიდან სასამართლო დამოუკიდებლად, ობიექტური გარემოებების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას და ამას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინაში მებრძოლი ნაცმოძრაობის მხარდამჭერი: საქართველოში შემოვალთ ტანკებით, გადაგივლით!
Next post ტოჩინოშინმა თავისი მე-100, საიუბილეო ბაშო გამარჯვებით დაიწყო